21 აპრილს ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ბოლოსწინა მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ.
მომენტები ჰქონდა ორივე გუნდს, თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა მოახერხა და მატჩი საბოლოოდ უგოლოდ - 0:0 დასრულდა.
21 აპრილი. მიხეილ მესხის სტადიონი
ჩიხურა-ტორპედო
ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, ოლეგ მამასახლისი, დავით მაისაშვილი (ირაკლი კამლაძე 81), გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, თეიმურაზ მარკოზიშვილი (თორნიკე მუმლაძე 74), რევაზ ჩიტეიშვილი, ირაკლი ლექვთაძე (დემურ ჩიხლაძე 30), ბესო დეკანოიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ბიძინა მახარობლიძე.
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ტორპედო (4-5-1): როინ კვასხვაძე, ოლექსანდრ აზაცკი, დავით ხურცილავა, ნიკოლა სტიეპოვიჩი, ლევან გეგეჭკორი, მერაბ გიგაური, მათე ცინცაძე, ნოდარ ქავთარაძე, რიჩარდ ლუკა (ამბროსი ჩაჩუა 85), გრიგოლ დოლიძე (თორნიკე კაპანაძე 68), ბუდუ ზივზივაძე.
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.
მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.
პირველი წრე დასრულდა და "ჩიხურა" ეროვნულ ლიგაში მე-5 პოზიციას იკავებს. მესამე ადგილზე დარჩება ქუთაისის "ტორპედო", თუ თბილისის "დინამო" "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდება.