"საბურთალოს" 3 ფეხბურთელი სიმბოლურში - ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
21 აპრილს ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა.

ეროვნულმა ლიგამ "ფეისბუქის" მეშვეობით პირველი წრის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.

პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად საჩხერის "ჩიხურას" თავკაცი სოსო ფრუიძე აღიარეს. ფრუიძის ხელმძღვანელობით, საჩხერელებმა 9 მატჩში მხოლოდ 3 მოგება მოიპოვეს, 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 1 მატჩი დათმეს.

საბოლოოდ "ჩიხურამ" 14 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.

საუკეთესო ფეხბურთელად კი ბათუმის "დინამოს" მეკარე მიხეილ ალავიძე დასახელდა, რომელმაც 5 მატჩში კარი მშრალად შეინახა და ჯამში 9 შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა,
რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სხვა მეკარეებს შორის.

გარდა ამისა, ლიგამ პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესოებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი მოქმედ ჩემპიონს, "საბურთალოს" ჰყავს, რომელიც პირველ წრის გამარჯვებული გახდა.

მეკარე: მიხეილ ალავიძე (ბათუმის დინამო)

მცველები: ლაშა ჩიკვაიძე (ჩიხურა), ოლექსანდრ აზაცკი (ტორპედო), აბდელ მეჯუბი (თბილისის დინამო), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო)

ნახევარმცველები: ლევან შენგელია (თბილისის დინამო), მიშიკო სარდალიშვილი (ჩიხურა), გიული მანჯგალაძე (ბათუმის დინამო), ლაშა შინდაგორიძე (საბურთალო)

თავდამსხმელები: ჯაბა უგულავა (ბოლნისის სიონი), ოგნიენ როლოვიჩი (საბურთალო)
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ფლამარიონი რატო არაა???
Aba heee
17:29 22-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული