ეროვნული ლიგა. X ტური: ბათუმის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონატისთვის არნახულ მატჩში "საბურთალო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში ბათუმის "დინამომ" "საბურთალოს" საოცარ მატჩში 4:2 სძლია.

ბათუმში ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო იყო, სტადიონის ტრიბუნებზე ნემსიც არ ჩავარდებოდა. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ. მოედნის ცენტრში მანჯგალაძის არაზუსტი გადაცემა დიასამიძემ ჩაჭრა, დრიბლინგით შეიჭრა მასპინძელთა საჯარიმოში და ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის, ალავიძის კარი დალაშქრა.

მე-18 წუთზე კი როლოვიჩმა მეორე გოლი გაუტანა ბათუმელებს, თუმცა სულ მალე მამუჩაშვილმა დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

37-ე წუთზე პირისპირ გასული ფლამარიონი მეკარე მიგინეიშვილმა წააქცია. პენალტი თავად დაზარალებულმა
შეასრულა, მაგრამ გოლკიპერმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. მაინც გაიტანა შესვენებამდე ზღვისპირულმა გუნდმა მესამე გოლი, როდესაც საბანაძემ ორთაბრძოლა მარგველაშვილს მოუგო და 3:2.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონის მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა ცვლილებებით მატჩის შემოტრიალება სცადა, მისმა გუნდმა დიდი ძალებით შეუტია, მაგრამ სწრაფი კონტრიერიში მიიღო და ფლამარიონის პასით რამოსმა "საბურთალოს" მეოთხე გოლი გაუტანა. ცოტა ხანში ფლამარიონის ანგარიშის გაზრდა მიგინეიშვილმა არ დაანება.

დარჩენილ დროში "საბურთალომ" ვერ მოახერხა თამაშის გადარჩენა და დამარცხდა.

ბათუმის "დინამო" 22 ქულით გალიდერდა, "საბურთალო" კი 21 ქულით მეორე ადგილზეა.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:2
გოლები: 0:1 გიორგი დიასამიძე (7), 0:2 ოგნიენ როლოვიჩი (18), 1:2 ვლადიმერ მამუჩაშვილი (22), ვლადიმერ მამუჩაშვილი (25), 3:2 ნიკოლოზ საბანაძე (41), 4:2 გაბრიელ რამოსი (59)
გამოუყენებელი პენალტი: ჯოვინო ფლამარიონი (37)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გურამ ადამაძე, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი (ლაშა ჩალაძე 87), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (თორნიკე გაფრინდაშვილი 71), გაბრიელ რამოსი, ნიკოლოზ საბანაძე (ვალერიან თევდორაძე 82), ჯოვინო ფლამარიონი
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხველიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე (თორნიკე გრიგალაშვილი 56), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 46), გიორგი დიასამიძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ბექა გვარაძე 62), ოგნიენ როლოვიჩი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს საქართველოს ჩემპიონატის თამაში იყო?! ჯაან შოკში ვაარ. ეს ბათუმის დინამო როგორ შეიძლებოდა მეორე ლიგაში ყოფილიყო.ამდენი გულშემატკივრის გამო ეკუთვნის ამ გუნდს კაკ მინიმუმ ევროპის საგზური
Gela
26 აპრილი 2019 01:09
0
გილოცავთ
შოკირებული გულშემატკივარი
25 აპრილი 2019 15:26
0
ერთი ამოსუნთქვით ვუყურე მაგარი თამაში იყო ყოჩაღ ბათუმი .გულშემატკივარი კი სასწაული.
temo
25 აპრილი 2019 13:46
0
ყოჩაღ ბათუმი.სფფ-ს საიტიდან რომ იწერთ შემადგენლობებს,ის მაინც დაგვიწერეთ რამდენი ათასი გულშემატკივარი იყო სტადიონზე.ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა ქალაქისათვის.
1
25 აპრილი 2019 12:19
0
უხმოდ რომ მენახა ვერც მივხვდებოდი რომ ეს საქართველოში იყო. მადლობა ბათუმელებს და ბათუმის დინამოს ასევე საბურთალოსაც ასეთი საფეხბურთო ატმოსფეროში ასეთი ფეხბურთისათვის. დროზე აუშენეთ ამ გუნდს სტადიონი რომ იქნებ ამათ მაინც გაამოაღვიძონ ფეხბურთი საქრთველოში. ბრავო ბათუმს. გილოცავთ.
Geo_Dinamo
25 აპრილი 2019 11:50
0
ბრავო ბათუმს! აი აქ ყვარებიათ ფეხბურთი და აქ ცოდნიათ საკუთარი ქალაქის პატივისცემა! თბილისში, მესიზე ნაკლების სანახავად სტადიონზე მისვლა არ იკადროთ! ძირს კუდაბზიკობა! გაუმარჯოს ბათუმს და ფეხბურთს!
gio
25 აპრილი 2019 10:23
0
ყოჩაღ ბათუმს და მის ქომაგებს, ასე უნდა ივსებოდეს სტადიონები, რომ ფეხბურთელებმაც იგრძნონ მხადაჭერა და სტიმული მიეცეთ თამაშის. თ ბ ი ლ ი ს ო მ ი ე ბ ა ძ ე თ ბ ა თ უ მ ს !
ქომაგი
25 აპრილი 2019 09:58
0
აი ეს გუნდი იმ სახურებს სტადიონს და გულშემატკივარს!!! რუსთავის ხელმძღვანელობამ კი ფული აკეთა რაც გუნდი უმაღლესში გადავიდა იმდენი ქნეს სანამ უმაღლესიდან არ გამოვარდნენ (ფაქტიურად გამოვარდნილები არიან). კილასონიას აწყობილი გუნდი დაშალეს და ახლა ისევ კილასონიას ჩააბარეს ასაწყობად,რომ ისევ ეცადოს უმაღლესში გადაყვანა... ამიტომაც ფედერაციამ აღარც სტადიონის რემონტი და ბალახის დაგება გაიმეტა ს.კ. რუსთავისთვის, არადა დაპირებისამებრ აქამდე ეგ საკითხი მოგვარებული უნდა ყოფილიყო,მაგრამ მიხვდა რაშიც იყო საქმე... ქალაქ რუსთავის მოღალატეებმა თავის გულებში ჩაიხედონ!!! ეგ ფული დაგეხარჯებად და ქალაქის მიმართ ღალატი სამუდამოდ დაგრჩებათ!!!
gulshematkivari
25 აპრილი 2019 09:27
0
ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება ახალი სტადიონი ბათუმში. ვულოცავ ბათუმის "დინამოს" ლამაზ თამაშსა და გამარჯვებას პრინციპიალურ თამაშში.
მერაბი
25 აპრილი 2019 09:22
0
არ მესმის რატომ უნდა იყო ბარსელონის ან მანჩესტერი ფანი და თავგადაკლული ქომაგი უცხო ქვეყნის გუნდის. მიყვარს და ვგულშენატკივრობ კარგ ფეხბურთს მაგრამ თავგადაკლული ფანი ვიქნები მხოლოდ ქართული ფეხბურთის თუნდაც ყვარელის " დურუჯის" ან ვანის " სულორის"..... ლამის რომ დახოცეს ბარსელონის და მადრიდის გუნდების სიყვარულში ერთმანეთი ქართველებმა....
გუჯა
25 აპრილი 2019 07:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული