ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე 0:2 მარცხდებოდა "საბურთალოსთან", მაგრამ საოცარი მებრძოლი სულისკვეთება გამოამჟღავნა, 4:2 მოიგო და გალიდერდა.
საყვარელი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს გულშემატკივრებმა, რომლებმაც პირთამდე სავსე სტადიონზე შესაშურად უქომაგეს "დინამოს".
ასეთ გულშემატკივრებს ბევრი გუნდი ინატრებდა და მათზე ალალია ახალი სტადიონი, რომელიც მალე ჩადგება მწყობრში და იმედია, მომავალ სეზონში ისინი "დინამოს" ევროტურნირებზე დაუჭერენ მხარს.
ნამატჩევს გამარჯვება გულშემატკივრებმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.