აფერუმ ბათუმელ გულშემატკივრებს - ნამატჩევს გამარჯვება ქომაგებმა გუნდთან ერთად აღნიშნეს! [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე 0:2 მარცხდებოდა "საბურთალოსთან", მაგრამ საოცარი მებრძოლი სულისკვეთება გამოამჟღავნა, 4:2 მოიგო და გალიდერდა.

საყვარელი გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს გულშემატკივრებმა, რომლებმაც პირთამდე სავსე სტადიონზე შესაშურად უქომაგეს "დინამოს".

ასეთ გულშემატკივრებს ბევრი გუნდი ინატრებდა და მათზე ალალია ახალი სტადიონი, რომელიც მალე ჩადგება მწყობრში და იმედია, მომავალ სეზონში ისინი "დინამოს" ევროტურნირებზე დაუჭერენ მხარს.

ნამატჩევს გამარჯვება გულშემატკივრებმა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვულოცავ ბათუმის დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას! სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, ბათუმელებს ვუსურვე და ასევე ვუწინასწარმეტყველე მიმდინარე პირველობაზე საქართველოს ჩემპიონობა.არა მგონია, ქართველ გულშემატკივარს არ უხაროდეს ბათუმის დინამოს" წარმატება! რაც შეეხება საბურთალოს თამაშებს მიმდინარე ჩემპიონატში,მათი გამოსვლები კრიტიკას ვერ უძლებს;გუნდი ძალზედ შორსაა შარშანდელი ფორმისაგა.მიუხედავად მთავარი მწვრთნელის დაპირებებისა, უკეთესობა არ ჩანს.უღიმღამო გამოსვლებისა და წაგებული მატჩების გამო, მათ ერთხელადაც არ მოუხდიათ ბოდიში თავიანთი გულშემატკივრების წინაშე.ძალზედ სუსტია მეკარე, ასევე სერიოზულ შეცდომებს უშვებს დაცვის ხაზი.ვფიქრობ, რომ თვითონ გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა!
თბილისელი გულშემატკივარი
26 აპრილი 2019 15:18
0
აი ეს არის ფეხბურთი! ამ ხალხს,რომ სტადიონი არ ექნება თითქმის 20 წელი საცოდაობაა.ჭირიმე თქვენი!
ლაშა
26 აპრილი 2019 14:25
0
არ ვარ ბათუმელი მაგრამ ჩემი აზრით ესეთი გულშემატკივარი ნამდვილად იმსახურებს ჩემპიონობას.საამაყოები და სამაგალითოები ხართ სხვებისთვის.
რივერ პლეიტი
25 აპრილი 2019 16:38
1
გამახსენდა 80-იან წლებში რომ დავდიოდი ბათუმის დინამოს თამაშებზე, თან იქვე ვცხოვრობდი და სულ გადავსებული იყო სტადიონი ქომაგებით. ღმერთით მომავალ წელს ახალ სტადიონზე ევროპულ გუნდებს ვიხილავთ და ათმაგად მეტი ქომაგი ეყოლება დინამოს, წარმატებები ბათუმის დინამოს!!!
მალხაზი
25 აპრილი 2019 13:33
0
ვულოცავ ბათუმს ფეხბურთის დაბრუნებას და ეს ერთად აღნიშვნა ხო სართოდ ხატავს ყველაფერს ამ ყველაფერს საქართველოში კი არა ბევრ სხვა ქვეყანაშიც გადაიღებენ ერთი სული მაქ სამტრედია მოძლიერდეს და რო გადმოვალთ ჩVენი სტუმრობა იქნება კიდე უფრო დაძაბული.
samtredski
25 აპრილი 2019 13:19
0
რატო პირატები და არა მეკობრეები ვთქვათ?
გაგა
25 აპრილი 2019 12:35
0
ბათუმის დინამო კოლხური გუნდია.წარმატებები კოლხურ ბათუმს
ბაჩი
25 აპრილი 2019 12:12
2
მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველი ვარ (გული მწყდება რას დაამსგავსეს რუსთავში ფეხბურთი
აკო
25 აპრილი 2019 11:56
1
მადლობა ყველას ვინც გვგულშემატკივრობს, მე ბათუმელი ვარ ყველა თამაშზე დავდივარ და ასეთი ემოცია ნამდვილად არასდროს არ მქონია, ყველგან რომ ასეთი გულშემატკივრობა იყოს როგორც ჩვენთან დამიჯერეთ ასეთი თამაში იქნება ყველა ტურში 5 დან 3 თამაში და ფეხბურთის დონეც აიწევს. გუშინდელი თამაში შარშანდელ მთელ ჩემპიონატს აღებულს ერთად ჯობდა, ბათუმელი გულშემატკივარის სახელით ვიტყვი რომ ჩვენ ვართ ბათუმის დინამოს და მთელი საქართველოს უკეთესი ჩემპიონატის გულშემატკივარი, ღმერთი ჩვენსკენ.
romani bejanidze
25 აპრილი 2019 11:06
0
ვგულშევმატკივრობ ამ გუნდს, მაგარი გუნდია, სტადიონი რო ექნება ბათუმს ალბათ სულ გადაავსებენ. იმედია სხვა ქალაქებსაც გადადებენ ამ ჟილკას და მუღამს
Vasili
25 აპრილი 2019 09:51
0

სიახლეები პოპულარული