რა ხდება "ტორპედოში"? - ქუთაისურ კლუბში კვლავ ფინანსური პრობლემებია

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის "ტორპედოში" კვლავ ფინანსური პრობლემებია.

შეგახსენებთ, რომ კლუბს პირველ წრეში პერსონალთან და ფეხბურთელებთან დავალიანება ჰქონდა, მაგრამ ხელმძღვანელობამ ნაწილი გაისტუმრა.

მაშინ ამის შესახებ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

- გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოში" ფინანსური კრიზისი იყო, არსებობდა დავალიანება მოთამაშეების მიმართ. ახლა რა სიტუაციაა?
- ეს ამბავი უკვე ყველასთვის ცნობილია. დიახ, იყო ასეთი პრობლემა და ეს გვინდა თუ არა, ფეხბურთელების მოტივაციაზეც აისახება, თუმცა ეს პრობლემა გამოსწორდა, დავალიანების ნაწილი გასტუმრებულია და
რაც მთავარია, გუნდის ბირთვი შევინარჩუნეთ.

როგორც ჩანს, კლუბმა დარჩენილი დავალიანება ფეხბურთელებისა და პერსონალის მიმართ კიდევ ვერ დაფარა.

საუბარია 2 თვის ხელფასზე, თუმცა, "პირველი არხის" ცნობით, ზაალ ჩაჩავა მათ შეჰპირდა, რომ დავალიანებას უახლოეს 2-3 დღეში დაფარავენ. თუ ასე არ მოხდა, ზოგი ფეხბურთელი კლუბის დატოვებასაც კი გეგმავს.

ამ ამბავთან დაკავშირებით Sportall.ge ახალ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ქუთაისის "ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-12 ტურში სტუმრად თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ხოლო ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ხდება და რაც მოსალოდნელი იყო.
1
ჯერ ახლა დაიწყო სეზონი და უკვე პრობლემები ფინანსებში. როდის ეყოლება პატრონი გუნდებს? ძვირ ტრანსფერებს ვინ ჩივის მინიმალურ ხელფასებს ვერ არიგებენ.
Geo_Dinamo
11:54 09-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული