კრიზისი "ტორპედოში" - Sportall.ge-ს წყაროს ცნობით, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბის დატოვებას გეგმავს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ტორპედოში" კვლავ კრიზისია და საქმე სერიოზულადაა. თუ პირველ წრეში ქუთაისურმა კლუბმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, ამჯერად მოთამაშეები წასვლაზე სერიოზულად ფიქრობენ.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ორი თვის პერიოდში, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან არ გამოჩენილა და მათი შეხვედრა მხოლოდ 2 დღეში შედგება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება არსებული ვითარება.

ჩვენი წყაროს ცნობით, ფეხბურთელები დავალიანების გადახდას არ ელოდებიან და არ სჯერათ, რომ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარდება.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ხელფასის არგადახდის შემთხვევაში, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბს დატოვებს,
რადგან კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, მოთამაშეებს კი შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან აქვთ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში სტუმრად თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ზაფხულში კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა იასპარეზოს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნული დავალიანება გასტუმრებული იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდი დატოვა, რაც ტყუილია - გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება "ლოკომოტივთან" მატჩისთვის. დღეს გუნდი თბილისში ჩავა, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ კი მატჩს გამართავს. რა იქნება ზეგ, ამას დრო გვანახებს, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ისედაც გასაცოდავებულ ჩემპიონატს დასაშლელი გუნდები ნამდვილად არ ყავს.
საკმარისად ვშალეთ ამ ქვეყანაში პერსპექტიული გუნდები და იმიტო ვართ ზუსტად ამ დღეში. ამ შემთხვევაში ვისაც ხელეწიფება ყველა უნდა ჩაერიოს და დაეხმაროს ქუთაისის ტორპედოს ეხლა. მერიამ უნდა დაეხმაროს ფინანსურად პირდაპირი გზით კლუბს და ფედერაციამაც ხელი არ უნდა შეუშალოს ამაში. კი მართალია რო აკრძალულია აქვს ფედერაციას ეგეთი რაღაც მაგრამ გამონაკლისი უნდა დაუშვას და კლუბის დაშლისგან ერთად უნდა ვიხსნათ, ამ წელს ტორპედოს გარეშე ქართული გუნდები ჰაერივით საჭირო 850 ქულას 100% ვერ დააგროვებენ და მოგვიწევს მომდევნო 4 წელი 3 გუნდის გაყვანა ევრო შესარჩევებზე რაც კატასტროფის ტოლფასი იქნება მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის და მთავარი ეს პრეზიდენტის ბრალია 5 მილიონი შეჭამა ჩაჩავამ რაც მისი პასუხისმგებლობის გარეშე არ უნდა დასრულდეს რომ სხვა კიდევ არავინ გაბედოს აწყობილი კლუბის დაშლა წარმატებები ტორპედოს შარშანდელიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტმა გულშემატკივარმა შეიყვარა ეს კლუბი და მომავლის იმედი ჩაუსახა ქართველ ქომაგს სჯობს საკუთარი ცხოვრებისეული კარიერა დაისამაროს ბატონმა ჩაჩავამ ვიდრე ტორპედოს დაშლით მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენოს წვეთოვანზე შეერთებულ ქართულ საკლუბო ფეხბურთს დროულად გამოასწოროს ეს ვითარება თორემ პირადად მის ტყავზე გამოცდის მომდინარე შედეგებს გაუმაძღარი (ბატონი ზაალი)
Anj: Antey
15:59 10-05-2019
0
ტორპედოში ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალი ხელფასებია. შარშან ეტყობა ქონდათ თანხა და ბოლომდეც მივიდა კლუბი და ამ სეზონისთვის გაძლლიერდა კიდეც. უბრალოდ სეცდომა დაუშვეს მართველობაში, როცა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ საბანი სადამდეც გასწვდებოდათ იქამდე გაეშალათ ფეხი. როდესაც მაქსიმალური ხელფასი პირობითად 10,000 ლარია მთელს ბაზარზე და შენ იგივე დონის ფეხბურთელს აძლევ 25,000 ეგაა ცუდი. ეს არ ათავისუფლებს მათ იმ ვალდებულებისგან რაც აიღეს და დაქირავეულმა ფეხბურთლემა უნდა მიიღოს ის რაც ხელშეკრულებით ეკუთვნის, უბრალოდ ასე არ უნდა აეწიათ სახელფასო თამასა. იმედია ამ წელს მაინც გადააგორებენ და ჩაამთავრებენ, რადგან ტორპედო მართლაც კარგი გუნდია და მომავალ წელს ცოტა დაარეგულირებენ თემას რომ იგივე პრობელემების წინაშე არ დადგნენ.
DAVE
13:02 10-05-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული