კრიზისი "ტორპედოში" - Sportall.ge-ს წყაროს ცნობით, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბის დატოვებას გეგმავს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ტორპედოში" კვლავ კრიზისია და საქმე სერიოზულადაა. თუ პირველ წრეში ქუთაისურმა კლუბმა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა, ამჯერად მოთამაშეები წასვლაზე სერიოზულად ფიქრობენ.

Sportall.ge-ს წყაროს ინფორმაციით, ორი თვის პერიოდში, რაც ფეხბურთელებს ხელფასი არ აუღიათ, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებთან არ გამოჩენილა და მათი შეხვედრა მხოლოდ 2 დღეში შედგება. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე გადაწყდება არსებული ვითარება.

ჩვენი წყაროს ცნობით, ფეხბურთელები დავალიანების გადახდას არ ელოდებიან და არ სჯერათ, რომ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარდება.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, ხელფასის არგადახდის შემთხვევაში, ფეხბურთელთა უმრავლესობა კლუბს დატოვებს,
რადგან კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება ავტომატურად წყდება, მოთამაშეებს კი შემოთავაზებები სხვადასხვა კლუბიდან აქვთ.

"ტორპედო" ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მატჩში სტუმრად თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება, ზაფხულში კი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა იასპარეზოს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალური ინფორმაცია გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ კლუბში ორი თვის დავალიანებაა, სიმართლეს შეესაბამება. კლუბის პრეზიდენტი ფეხბურთელებს შეჰპირდა, რომ უახლოეს 2-3 დღეში აღნიშნული დავალიანება გასტუმრებული იქნება. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელთა ნაწილმა გუნდი დატოვა, რაც ტყუილია - გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი სრული დატვირთვით ემზადება "ლოკომოტივთან" მატჩისთვის. დღეს გუნდი თბილისში ჩავა, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ კი მატჩს გამართავს. რა იქნება ზეგ, ამას დრო გვანახებს, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია".

მკითხველის კომენტარები / 16 /
საერთოდ რა გააკეთა ამ ზაალ ჩაჩავამ კლუბში?იშოვა ფული იმის ნაცვლად პირიქით რომ უნდა მოეტანა. თვალში ნაცარი შეგვაყარა შარშან როდესაც მდარე ხარისხის ლეგიონერები შემოგვაჩეჩა. არავითარი დაპირებული ინვესტიცია მხოლოდ დაგვაბოლა ხალხი და შეჭამა ფული. არ დაბლოკოთ გთხოვთ!
kaxa
09 მაისი 2019 17:43
1
კიმაგრამ რა უბედურებაა, გუნდი გაკეთდება, შეთამაშდება, პოტენციალს შეიძენს და უცებ გამოჩნდება რომ პრობლემები ჰქონიათ!
ნუ დაშლით გუნდს, ქუთაისს უნდა ყავდეს კარგი, კონკურენტუნარიანი გუნდი.
გთხოვთ მიხედეთ დროზე ტორპედოს და ყველა გუნდს!
ნუ წაგვართმევთ გულშემატკივრებს ამ პატარა სიხარულებს!
წარმატებები ტორპედოს და ყველა ქართულ კლუბს!
დინამო ბათუმის გულშემატკივრები თქვენს გვერდით ვართ ქუთათურებო!!!
ბათუმელი
09 მაისი 2019 13:31
1
ჩემი აზრით სანამ ფედერაციაში დასაქმებული 50% ყოფილი ფეხბურთელია ახლო წარშულში (ძალიან რბილად რომ ვთქვათ საშუალო დონის), რომელთა დიდი უმრავლესობა ფიზიკურად ვერ მიიღებდა ისეთი ხარისხის განათლება რომ თანამედროვე ფეხბურთის სფერო სწორედ ემართა და მეორე 50% 90 იანების ბოლოდან ერთიდაიგივე სახეებია, კიდევ გავიგებთ ასეთ არასასიამოვნო ინფორმაციებს. თანამედროვე მენეჯმენტის, მარკეტინგის და ა.შ. სპეციალისტებია აუცილებელი, თორემ უკვე ძაან ბევრი დავხარჯეთ და განვითარება არ არის. ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ჩაკეტილია, სწორ ფეხბურთელებთან ძმაკაცობის პრინციპით არის დაკომპლექტებული. ამზე გაცილებით სწრაფად უნდა მიდიოდეს ჩვენი შიდა ფეხბურთის საქმეები წინ.
გიორგი
09 მაისი 2019 17:50
8
აუჰ რა ამბები გვახარეთ ძლივს რაღაცას დაამსგავსეს ბათუმმა და ქუთაისმა ჩემპიონატი და ეს რა ხდება მაგას ჯობს ჩემპიონატიც გააუქმედ თუ დინამოს ცარიელ ტრიბუნებზე გირჩევნიათ ფეხბურთის ყურება სამტრედიელბს ერთი სული გვაქ როდის გადმოვალთ უმაღლეს ლიგაში იმიტომ რომ ბათუმში და ქუთაისში ჩასვლა და პირიქით მათი სტუმრობა დიდი ზეიმი იქნებოდა ჩაჩავას და ბევრ სხვას ხალხის ეს ტრაგედია არ შერჩება ტრაგედიაა როცა ქალაქი ფეხბურთით ცოცხლობს და იმასაც უკლავ .
samtredski
09 მაისი 2019 15:45
2
თავიდანვე ეტყობოდა, რომ არაფრის ჩამდები ეგ არ იყო!! წაიკითხეთ თქვენივე სტატია, სადაც ეგ პიროვნება ანგარიშობდა. ნორმალურად და ნეიტრალურად მოაზროვნე ამას მაშინვე მიხვდებოდა, მაგრამ....მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო....
Hm
09 მაისი 2019 16:11
0
საღოლ ზაალ :))))) ვინმეს მართლა გქონდათ მაგ „კაცის“ იმედი?
Superman
09 მაისი 2019 13:11
3
საქართველოს პირველობა თბილისის პირველობად არ უნდა გადაიქცეს!!! მაყურებელი ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს... გორს გაცილებით მეტი ჰყავს, ვინემ ერთად აღებულს თბილისის ყველა გუნდს. სამწუხაროა, მაგრამ თბილისს ფეხბურთი აღარ აინტერესებს...
tngh
09 მაისი 2019 16:52
5
ნუ მიყიდით გუნდს ისეთ ხალხს, ვისაც ფული არ აქვს . დიდი გუნდი პატარა ფულით არ კეთდება
გულშემატკივარი
09 მაისი 2019 14:59
0
ოჰოოო,მორიგი ქართულიზმი :D
ბაჩო
09 მაისი 2019 13:50
2
რა საამური ცხოვრებაა ბოგანოს საქარტველოში
ზურა
09 მაისი 2019 13:28
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული