ეროვნული ლიგა. XIV ტური: "ტორპედომ" "რუსთავი" კლასით დაჯაბნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "ტორპედომ" სტუმრად 4:2 სძლია "რუსთავს".

ფეხბურთელებს თამაშში ხელს ძლიერი ქარი უშლიდა. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ბევრი არ ყოფილა და მეკარეებმა მოახერხეს კარის მშრალად შენახვა.

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა უფრო აქტიურად დაიწყო და მასპინძლები ციცქიშვილმა დააწინაურა, თუმცა მალე ზივზივაძე მარჯვენა ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა და ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე კი გიგაურის ჩაწოდებული ბურთი ჯაფიაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრები წინ გაიჭრნენ.

78-ე წუთზე "რუსთავის" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზივზივაძემ გამოიყენა. მან მიმდინარე ჩემპიონატში
მერვე გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში გუნდებმა ერთმანეთს თითო-თითო გოლი გაუტანეს და "ტორპედომ" გაიმარჯვა.

რუსთავი. "ტექნიკური ცენტრი"
რუსთავი - ტორპედო 2:4
გოლები: 1:0 ზაზა ციცქიშვილი (47), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (56), 1:2 ზურაბ ჯაფიაშვილი (67, საკ. კარში), 1:3 ბუდუ ზივზივაძე (78), 1:4 თენგიზ წიქარიძე (88), 2:4 ზაზა ციცქიშვილი (89)

რუსთავი (3-4-3): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, ლუკა გადრანი, ზურაბ ჯაფიაშვილი, პაპუნა ფონიავა (ლუკა ზვიადაძე 83), ლუკა სილაგაძე (კ), ავთანდილ გუჯაბიძე (თემურ ჩოგაძე 79), პაატა კიტეიშვილი (ნიკოლაი ყიფიანი 67), ლაშა ქოჩლაძე, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

ტორპედო (4-4-2): როინ კვასხვაძე (კ), დავით ხურცილავა, ოლეკსანდრ აზაცკი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე (რიჩარდ ლუკა 76), თორნიკე კაპანაძე (თენგიზ წიქარიძე 57), ბუდუ ზივზივაძე (ანრი ჭიჭინაძე 87)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამის მერე გაიგე, კლასით ჯაბნიან ხოლმე თუ კუშით... :/
ვვვ
23:37 20-05-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული