ქუთაისის "ტორპედოს" ფანები ლევან კობიაშვილისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/We-Are-Torpedo-ჩვენ-ვართ-ტორპედო

ქუთაისის "ტორპედოს"ფანები ლევან კობიაშვილის პრესკონფერენციას გამოეხმაურნენ. მათ მიმართვის ტექსტი "ფეისბუქგვერდის" საშუალებით გაავრცელეს.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ ქუთაისელი გულშემატკივრების განცხადებას:

"გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მან "ტორპედოს" ფინანსურ კრიზისზეც ისაუბრა.

პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ "ტორპედოს" მხარს მხოლოდ ტრიბუნაზე არ ვუჭერთ. ჩვენი წევრების უმეტესი ნაწილი ჩართულია კლუბის ყოველდღიურობაში - ვესწრებით თითქმის ყველა ვარჯიშს, გვაქვს უშუალო კომუნიკაცია როგორც მწვრთნელებთან და კლუბის ხელმძღვანელ პირებთან, ისე ფეხბურთელებთანაც. შესაბამისად, ვხედავთ რეალობას!

ყველაზე
კარგად ვხედავთ, თუ რამხელა შრომას დებს სამწვრთნელო შტაბი იმისთვის, რომ "ტორპედო" წარმატებული კლუბი იყოს. ვხედავთ, მიუხედავად არაერთი პრობლემისა და უფულობისა, როგორი მონდომებით გამოდიან ფეხბურთელები ჯერ ვარჯიშზე, შემდეგ - თამაშზე. ვხედავთ იმას, რაც, სამწუხაროდ, ვერ ან არ დაინახა ლევან კობიაშვილმა!

ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი გუნდისთვის სრული მხარდაჭერა გამოეხატა, შეურაცხყოფა მიაყენა სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს. მისი თქმით, გუნდის მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის მიერ გაკეთებული კომენტარი სრული უაზრობა იყო... ეს კი ჩვენთვის, "ტორპედოს"ერთგული ფანებისთვის, მიუღებელი ტონია, ისევე, როგორც ფეხბურთელების მისამართით "ნასროლი ფრაზები". ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, რომელიც პირველ რიგში ჩვენი ინტერესების დამცველი უნდა იყოს, ვერ ავიტანთ მსგავს რეპლიკას. ვერ ავიტანთ მსგავს ბრალდებებს იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენთვის ყოველდღიურად ბევრ ოფლს ღვრის.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ლევან კობიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც "ტორპედოს"ფანებმა ფინანსური კრიზისის დროს დახმარების თხოვნით მივმართეთ. ის დახმარებას დაგვპირდა, თუმცა ამის ნაცვლად მისგან ჩვენი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები მოვისმინეთ, თანაც - საჯაროდ, რასაც ვერავის ვაპატიებთ!

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადოს კლუბის უკლებლივ ყველა იმ წევრს, ვინც "ტორპედოს" არსებობისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. ბოდიში მოუხადოს ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების დროს სხვებივით მატჩის გარიგებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ გადიან და მოედანზე სულსა და გულს დებენ. გადიან მოედანზე და ჩვენთვის თამაშობენ, იგებენ! იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი ბოდიშს არ მოიხდის, მაშინ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე გადავალთ!" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ქუთაისელი გულშემატკივრების აღნიშნული რეაქცია მოჰყვა ლევან კობიაშვილის სიტყვებს, გარიგებული თამაშებზე საუბრისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ ვითარებასაც შეეხო.

"ველაპარაკე ფეხბურთელებსაც და მწვრთნელებსაც. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი კომენტარები გააკეთეს. "ტორპედოს" ბოლომდე გვერდში დავუდგები. მაგრამ ეს გუნდი სულ იქნება. ჩემთვის კი გაუგებარია ის უაზრო კომენტარები, რაც "ტორპედოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს. რას ნიშნავს არ ვითამაშებ და გუნდი დაიშლება? გაცილებით დიდი ქვეყნებია, სადაც ხელფასებს ექვსი თვე ვერ იღებენ, მაგრამ არ ამბობენ, რომ სათამაშოდ არ გავლენ. პრობლემები ერთად გადავჭრათ და პატივი ვცეთ გუნდს, გულშემატკივრებს და მოვეშვათ ამ უაზრო კომენტარების კეთებას", – აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ძალიან მაინტერესებს და მსურს გამოქვეყნდეს ტორპედოს ფეხბურთელების და მწვრთნელების ყოვეთვიური ხელფასი, ან თვითონ გომივიდნენ და თქვან რამდენი აქვთ და ასევე რა თანხა აქვთ აღებული მიმდინარე წელს და რამდენს შეადგენს დავალიანება. თორე რაღაც ბუნდოვანებით მოცულია ეს ყველაფერი და დროა ნათელი მოეფინოს.
DAVE
23 მაისი 2019 10:38
1
საინტერესო ისაა რატო წავიდა ინვესტორი,იქნებ შეხედა რომ,მეპატრონე არაკეთილსინდისიერად განაგებდა თანხებს,ან პარტნიორობას შეპირდნენ და გადააგდეს,თუ გუნდს ბიუჯეტი,მართლა 8 მილიონი ქონდა,საინტერესოა აქედან მეპატრონეს,ჩაჩავას რამდენი მოჰქონდაამ და კიდე უფრო საინტერესოა ფონდიდან უეფადან და სპონსორიდან ჯამში რამდენი შემოვიდა და როგორ დაიხარჯა.მემგონი ხალხს რომლის ჯიბიდანაც ხდება კლუბების დაფინანსება აქვს უფლება იცოდეს რაში იხარჯება ბიუჯეტის თანხები.
ანდრია
23 მაისი 2019 13:59
0
რაც წლევანდელი სეზონი დაიწყო სამი თვეა ხელფასები არ ერიცხებათ! ნუ არც ბონუსები რათქმაუნდა!
ჩვენ ვართ ტორპედო!..
23 მაისი 2019 11:59
2
თქვენ "ფანები" ხართ თუ "ძველი ბიჭები"?! რა ბოდიშებს ითხოვთ, ან რა თქვა ისეთი, ან რა გგონიათ თქვენი თავი ასეთი?!
ზოგადად ადვილი შესამჩნევია, რომ ამ ქუთაისელებს გახასიათებთ ეს უაზრო სიამაყე. არაა საჭირო. ზედმეტია. ადამიანი რაც უფრო თავმდაბალია, მით უკეთესია! დაიმახსოვრეთ ეს!
არ დამიწყოთ ეხლა ქუთაისელები არ გიყვარსო და მსგავსი სისულელეები! ქუთაისიც, მთლიანი იმერეთიც, სამეგრელოც, გურიაც, რაჭაც და აღარ ჩამოვთვლი, ყველა რეგიონი საქართველოსია და ყველა მიყვარს! ამიტომაც ვწერ, ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ ვიღაც მაინც მიხვდება და დაფიქრდება ამაზე!
სამწუხაროდ საქართველოს არცერთ რეგიონში არ გვაქვს საქმე საამაყოდ. მითუმეტეს სპორტში! დინამოც და ტორპედოც ორივე არიან მაჩანჩალა გუნდები! (დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი) ესაა რეალობა! ნაკლები სიამაყე! მეტი თავმდაბლობა!
hm
23 მაისი 2019 17:33
9
ტიპიური ქუთაისური ამპარტავნობა...
გიორგი
23 მაისი 2019 18:47
4
კობიაშვილმა რა თქვა ისეთი რო ბოდიში უნდა მოიხადოს?ბოდიში და პასუხი ჯერ პრეზიდენტს უნდა მოთხოვოთ ორ წელიწადში დაშალა გუნდი.რო ყიდულობდა ტოროპედოს კი ბაქიბუქობდა ასე ვიზამ ისე ვიზამო.
თემური
23 მაისი 2019 17:00
2
რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში?? მუნიციპალიტეტი და სახელმწიფო ინახავს ძირითადად კლუბებს ისევ ჩვენი ჯიბეებიდან. მეორეც ნორმალური ინვესტორი არ ჩერდება ამ ფეხბურთში და ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. თუ ინვესტორი არ იქნება ძვირადღირებული ფეხბურთელები რომ არ გაჩერდებიან ეს ხო ბუნებრივია და რა ქნას ფედერაციამ, ანუ ფეხბურთის ფედერაცია გახდეს კლუბის მეპატრონე და შეინახოს თუ რა ქნას?? სულ რამდენიმე კლუბს ჰყავს კერძო მესაკუთრე და თუ კლუბს კერძო მესაკუთრე არ ჰყავს იქ განვითარებაზე ლაპარაკი ძალიან ძნელია!!!
zaza
23 მაისი 2019 11:24
5
ფინანსური კრიზისი გუნდის აქციონერმა (მეპატრონემ) უნდა მოაგვაროს, და არა ფედერაციამ!!!
tngh
23 მაისი 2019 12:42
0
ნათქვამია "კარგ მთქმელს, კარგი გამგონე უნდა"-ო... :)
giorgi
23 მაისი 2019 10:37
0
როგორ ყველა იმუქრება )) უკიდურესად როგორ გააპროტესტებენ საინტერესოა ))
gio
23 მაისი 2019 11:24
8
ქვევით მშვენივრად დაწერეს...უმჯობესია ჩაჩავას ჰკითხოთ იმ უცხოელებისგან თუ არ ჰქონდა მყარი გარანტიები რის იმედად აფორმებდა კონტრაქტებს და ინახავდა ამ შემადგენლობას?! კობიაშვილის ადგილზე ბევრად მეტ ხმაურს ავტეხავდი, ხომ არ გავიწყდებათ ხალხის ფული რომ გირიგდებათ კლუბებში?
საკვირველია
23 მაისი 2019 12:52
1
tqven mgoni prezidenti ageriat, visac bodishi aqvs tqventan mosaxdeli imas moaxdevinet.
a.a.
23 მაისი 2019 12:32
1
პინანსური კრიზისი გაქვტ და პრეზიდენტი როგორ უნდა დაგეხმაროტ? ვისაც კრიზისი აქვს პინანსური ყველას პედერაციამ უნდა უხადოს ვალები? ჯობია სხვას მოკიტხოტ ტქვენ კრიზისზე პასუხი ოქროს მტებს რო გპირდებოდატ.
s..s
23 მაისი 2019 12:28
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული