ეროვნული ლიგა. XV ტური: ბათუმის "დინამოს" მორიგი ქამბექი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 მაისს, ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბათუმის "დინამომ" "ჩიხურას" 2:1 სძლია.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" კარგად ასპარეზობს, თუმცა გასვლაზე თამაში უჭირს და საინტერესო იყო მისი "ჩიხურასთან" დაპირისპირება, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, საჩუქარი არავისთვის არ არის.

პირველი ტაიმი საშუალო ტემპში მიმდინარეობდა, ანგარიში კი მე-18 წუთზე პირობითმა მასპინძლებმა გახსნეს - მარჯვენა ფლანგზე სარდალიშვილი გაიჭრა, პასი საჯარიმოში გააკეთა, ფანცულაიამ დარტყმა ვერ მოახერხა, სამაგიეროდ, არეულობით ჩიხლაძემ ისარგებლა და ბურთს ალავიძის კარში მიუჩინა ადგილი.

33-ე წუთზე მცველების შეცდომით ფლამარიონიმ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მან
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდე გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში კარგი მომენტი ვერ გამოიყენა სტუმართა შემტევმა საბანაძემ, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში - ფლამარიონიმ.

შესვენების შემდეგ უპირატესობას "დინამო" დაეუფლა და 81-ე წუთზე ნავალოვსკის აქტიურობის შედეგად ჯანელიძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.

"დინამომ" 31 ქულა დააგროვა, გალიდერდა და "საბურთალოს" 1 ქულით გაასწრო, რომელიც 24 მაისს გორში "დილას" დაუპირისპირდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 დემურ ჩიხლაძე (18), 1:1 ჯოვინო ფლამარიონი (33), 1:2 გიორგი ჯანელიძე (81)

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (დავით იონანიძე 83), დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე (თეიმურაზ მარკოზაშვილი 66), მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, გიორგი ფანცულაია (თორნიკე მუმლაძე 78), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, ალეფ სანტოსი, გურამ ადამაძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ), გაბრიელ რამოსი (თორნიკე გაფრინდაშვილი 65), ნიკოლოზ საბანაძე (რომან ჭანტურია 75), ჯოვინო ფლამარიონი (ვალერიან თევდორაძე 84)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
წინ ბათუმის დინამოოოოოო!!!
რუსლანი
21:04 23-05-2019
1
ნუთუ ასე ძნელია, გათამაშების ცხრილი დრო და დრო მაინც განაახლოთ?
zurab
21:12 23-05-2019
0

სიახლეები პოპულარული