ბათუმის "დინამო" 50 000 ლარამდე თანხით დაჯარიმდა - კლუბი განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ფოტო: Fb.com/DinamoBatumi1923

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ბათუმის "დინამო" დააჯარიმა - ამის შესახებ ტელეკომპანია "აჭარა" იუწყება.

ანგისის ბაზაზე ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო მატჩში მოედანზე მაყურებლის შეჭრის 4 ფაქტი დაფიქსირდა. გარდა ამისა, გულშემატკივრებმა ფეხბურთელებისა და მსაჯების მიმართულებით პლასტმასის ბოთლები ისროლეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

"აჭარის" ინფორმაციით, ჯარიმებმა ჯამში 50 000 ლარამდე შეადგინა.

ბათუმის "დინამომ" Facebook-ზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წესების დაცვისკენ მოუწოდა:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პატივისცემა თქვენ მიმართ და გადაგიხადოთ მადლობა იმ ინტერესის გამო,
რასაც კლუბის მიმართ იჩენთ.

ეს განსაკუთრებით საშინაო მატჩებში იგრძნობა და იმედი გვაქვს, რომ ერთად მნიშვნელოვან გამარჯვებებს კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ, თუმცა არსებობს სტადიონზე შესვლისა და ქცევის წესები, რაზეც გვინდა ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილოთ, კერძოდ, ბოლო საშინაო მატჩებზე, ე.წ. ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაფიქსირდა:

  • ნივთების სროლა მოედანზე
  • მაყურებლის შეჭრა სათამაშო მოედანზე
  • სტადიონის ტერიტორიის ღობეებზე აძრომა და სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანება
  • ღონისძიებაში ჩართული პირების მიმართ ზედმეტად აგრესიული ქცევა და შეურაცხყოფა
  • სტიუარდის/განმკარგულებლის ან უსაფრთხოების თანაშრომლის მოთხოვნა/მითითებისადმი დაუმორჩილებლობა.

ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების დარღვევა, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის თქვენი და სხვა პირთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. ასევე, აზარალებს ჩვენს კლუბს მატერიალურად, რადგან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჯარიმების გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს და ამ კუთხით კლუბმა უკვე მიიღო სოლიდური ფინანსური სასჯელი.

საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა შეიძლება იქამდეც მიგვიყვანოს, რომ "დინამო ბათუმს" რამდენიმე საშინაო თამაშის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე/ან სხვა ქალაქში მოუხდეს, რაც ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

გუნდის მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბის და ადმინისტრაციის სახელით უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ სტადიონზე ქცევის წესებს და მოუწოდეთ თქვენ გვერდით მყოფ სხვა გულშემატკივრებსაც, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სტიუარდების ან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მითითებებს", - წერია ბათუმის "დინამოს" განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
და ფეხბურთისფედერაციის პრეზიდენტი იძახის ძლივს დავაბრუნეთ გულშემატკივრობა სტადიონებზეო :-)))
sdfffff
20:51 29-05-2019
10
საერთოდ ეს მიმბაძველობა რა უბედურეება. უცხო სტადიონებზე დაინახეს ფანების გადასვლა და ხომ უნდა მიბაძონ აქაურმა მიმბაძველებმა. თუ ფეხბურთი გიყვარს უნდა მოიქცე ისე, რომ გუნდი და სტადიონი არ დააზარალო. ან ორსართულიანი გინება ფეხბურთელების მისამართით, არ გრცხვენიათ? რა მოთამაშეებს სმენა არა აქვთ და ვერ გაიგებენ? მიდიხარ სტადიონზე მოიქეცი ისე როგორც ნამდვილ ქომაგს შეეფერება! თუ მაინცდამაინც ვერ აკონტროლებ შენს ემოციებს, მაშინ დაეტიე სახლში და სხვებს ნუ უშლი ხელს.
მირიანი
18:08 29-05-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული