"ტორპედოდან" კახა ჩხეტიანიც მიდის? - რა ხდება ქუთაისურ კლუბში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946

"ვიტ ჯორჯიასთან" წაგების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, კახა ჩხეტიანი ქუთაისის "ტორპედოს" ტოვებს. უცნაური ის იყო, რომ მეორე ტაიმში ჩხეტიანი სათადარიგოთა სკამიდან არ ამდგარა, რაც მას არ ახასიათებს.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ მიიღო, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა: "მიხედეთ "ტორპედოს".

გაზეთ "ლელოს" ინფორმაციით, ჩხეტიანი გუნდში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ "ტორპედოში" ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება. ამის თაობაზე კი კლუბში უახლოეს დღეებში შეკრება გაიმართება და ყველაფერი იქ გადაწყდება.

ერთ-ერთმა ტორპედოელმა კი ლელოსთან
განაცხადა, რომ თითქმის ყველა წამყვანმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა გუნდიდან წასვლა და თუ გათავისუფლების ფურცელს არ მიიღებენ, ამას იურიდიული ხერხებით შეეცდებიან.

საინტერესოა, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზე ქუთაისელი ფეხბურთელები საკუთარი ავტომობილებით ჩამოვიდნენ, ჩხეტიანმა კი სტადიონი საკუთარი მარჯვენასაჭიანი "ნისან მარჩით" დატოვა.

წყარო: lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფედერაციას აქვს იურიდიული უფლება რომ კლუბი დროებით მმართველობაში გადასცეს ( მისი კერძო მფლობელის თანხმობით)მესამე პირს, მისცეს მას ნომინალური ოდენობით თანხა და დავალება რომ ამ მმართველმა წლის ბოლომდე ჩაატაროს საერთაშორისო აუქციონი და ისე გაყიდოს კლუბი. კლუბის ნომინალურ დონეზე ფუნქციონირებისათვის საკმარისი იქნება 700 000 ლარი წლის ბოლომდე. ხოლო ფეხბურთელებმა რომლებიც 10-15-20 000 ლარ ხელფასს ღებულობდნენ, კაცობა იქონიონ და ყველაფერი გააკეთონ რომ კლუბმა მეტნაკლებად ღირსეულად გამოვიდეს ევროტურნირებზე. ფორსმაჟორულია სიტუაცია და აქვს უფლება ფედერაციის ამის გაკეთების. ქალაქის მერიაზე დაბრუნება არ შეიძლება კლუბის,ისევ წავა მერე ახალი წრე ფულის ხერხვის და ყველას ჩარევის.
artanuj
16:43 04-06-2019
1
რა ხდება და თავის მოჭრა პირველსავე ტურში ევროთასზე
ბაჩი
21:32 03-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
17
12
1
4
14
37
17
9
2
6
10
29
17
8
3
6
3
27
17
5
8
4
6
23
17
6
4
7
-16
22
17
5
4
8
-2
19
17
2
5
10
-14
11