ადვოკატის შეფასებით, ფედერაციამ უხეშად დაარღვია ბრალდებულთა უფლებები და წინ გაუსწრო სასამართლოს, რომელსაც თავის მხრივ, ვერდიქტი გამოტანილი არ აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში გაასაჩივრებენ.
„ფეხბურთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს ჯერ კიდევ არ უმსჯელია, არ დაუდასტურებია და არ დამტკიცებულა ამ ადამიანების ბრალი და ფედერაციამ გაასწრო სასამართლოს პრეროგატივას და თვითონ მიიღეს უსწრაფესი გადაწყვეტილება.
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.
წყარო: IPN.GE
სფფ-მ "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელებს უმკაცრესი სასჯელი გამოუტანა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
ეგენი არავინ გააკაროს ფეხბურთს!