ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა

AutoSharing Option
ქუთაისში აქცია - "შორს ბინძური ხელები ტორპედოსგან" გაიმართა. გუნდის ფანკლუბის წევრები "ტორპედოს" დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში გუნდის პრეზიდენტს ადანაშაულებენ.

მათი თქმით, ზაალ ჩაჩავას პირობებში "ტორპედო" განვითარების ნაცვლად, იშლება.

"მოვითხოვთ, დროულად გაუშვან ზაალ ჩაჩავა და დაიწყოს გამოძიება, რამდენად სწორად დაიხარჯა თანხები. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ჩაერიოს პროცესებში და მოიყვანონ ახალი ინვესტორები, ვიდრე გუნდი მთლიანად დაიშალა, ამ შემადგენლობითაც რთულია თამაში და კიდევ რომ წავლენ ფეხბურთელები, გვიანი იქნება", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათ ასევე მოუწოდეს მერიას, მეტად დაინტერესდეს არსებული პრობლემებით და გამოუცხადოს თანადგომა
"ტორპედოს". გულშემატკივრები აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებამდე დაშლას არ აპირებენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი ადგილით უნდა დაკიდო ჩაჩავა და ამოატყავო ის ბიუჯეტის ფული რაც ჭამა.ესეთი არაკაცი როგორ უნდა იყო რო შენს ქალაქს და გუნდს ფული არჩიო.რატო ატყვილებიებთ თავს სადაა საგამოძიებო სტრუქტურები არც სირცხვილ ნამუსი გაქვთ ევროტურნირებზე გადაგვივლიან ეს მარტო ტორპედოს კიარა ქვეყნის სირცხვილი იქნება
თემური
22:41 27-06-2019
0
ყოჩაღ ტორპედოს გულშემატკივრებს, რომ გამოხატეს სამართლიანი გულისტკივილი. გუნდი თითქმის საუკუნე არსებობს და განადგურების პირას მიიყვანეს. პასუხისგებაში არიან მისაცემი ყველანი, ვინც ეს გააკეთა.
ლუკა
19:41 27-06-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული