ეროვნული ლიგა. XXII ტური: ბათუმში მატჩი შეხლა-შემოხლითა და უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
4 აგვისტოს, ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ბათუმის "დინამოსა" და "დილას" მატჩი 0:0 დასრულდა.

ბათუმის "დინამომ" ეს მატჩი საკუთარ მოედანზე ჩვეული აგრესიულობით ვერ ჩაატარა და ფრეს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს მოედანზე ფეხბურთელების შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს, მოედანზე პეტარდების სროლის და დაკვამლიანების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა და საბოლოოდ უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "დილამ" ახალი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, პირველი შეხვედრა ჩაატარა და ბათუმში ქულა მოიპოვა, სადაც თამაში ყველა გუნდს უჭირს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - დილა 0:0

დინამო (ბთ) (4-1-2-3): მიხეილ ალავიძე (კ), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი (ჯამბულ ჯიღაური 73), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი, ჯოვინო ფლამარიონი (გიორგი ილურიძე 81), ვლადიმერ დვალიშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 67)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

დილა (3-5-2): გიორგი ჩოჩიშვილი, გურამ გიორბელიძე, გია ჩადუნელი, ერიკს სანტოსი, ამოს ნონდი, ლუკა რაზმაძე (კ), ალვინ ფორტესი, გიორგი კუცია, ლევან ნონიკაშვილი (ნიკა გაგნიძე 78), თენგიზ წიქარიძე (ზაურ კერელეიშვილი 69), ფაბიან რიდი (ფელიპე პაიმი 88)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 10 /
თავში აუვარდათ ბათუმელ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებსაც თავისი გუნდის გაფაფხურება.არანაირი განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ყავს ბათუმს.თუ ვერ იგებენ შეურაცყოფას აყენებენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს,მოედანზე ისვრიან ბოთლებს და ხშირია მინდორზე გადასვლის ფაქტებიც(პირატებს ვგულისხმობ და არა რიგით გულშემატკივრებს).ჩვეულებრივი ხულიგნებია და ახია მათზე თუ დისკვალიფიკაციას მისცემენ და შემდეგ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებენ. ჩემპიონობა არა ტოროლა.ტორპედო რომ არ დაშლილიყო სამეულშიც ვერ მოხვდებოდნენ.ჩემპიონი კი დინამო გახდება! იმსახურებს ყველანაირად.
dato
05 აგვისტო 2019 00:33
8
ვეთანხმები დათოს!კახელი ვარ მაგრამ ვაბოდებ ბათუმზე,ბათუმელ ხალხზე.თქვენ გენაცვალეთ ბათუმელებო.აი ვაი გულშემატკივარი კი სადაურიც გინდა იყოს...ბიჭებო,როგორ შეიძლება ასე აგინოთ ქართველ კაცს დედა?ხო იცით რასაც ნიშნავს ეს? თუნდაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელი იყოს.არაფრის გულისთვის რა პირით აგინებდით ხალხო.თავიდან გავიფიქრე როგორც ჩავალ ბათუმში,სტადიონზე უნდა წავიდე მეთქი ოჯახით...ეს არი თქვენი ბათუმელობა?მე ვაი გულშემატკივრებზე ვიძახი.თორე კიდევ ვიმეორებ მაგარი ხალხი ხართ ბათუმელებო!ამაზრზენი იყო ყველაფერი,ვეღარ უყურე ბოლომდე...
Jordan Beli
05 აგვისტო 2019 10:04
0
საშინელი ბოლო 5 თამაში,ცოტათი ეტყობათ ფეხბურთელებს თავში აუვარდათ,და ბევრი ეგრეთ წოდებული გულშემატკივარი სამარცხვინოდ იქცეოდა,90 წუტი გინება,აგრესია,98%გულშემატკივრების ვთხოვდიტ ბოთლები არ უსროლოტ მინდორზე,მაგრამ დალიეს ლუდი ბიჭებმა,ამაზზრზენი იყო,ამიტო მივიგებთ იმას რაც დავიმსახურეთ,თამაში მაყურებლის გარეშე...უმეტესობა დადის ფეხბურთის საყურებლად მაგრამ ესეთი გმირების გამო ვერც დანარჩენი მივა სტადიონზე...
Aba heee
05 აგვისტო 2019 09:08
0
anti fexburti geguchadzis gundi.
batumeli
04 აგვისტო 2019 23:34
4
თავში აუვარდათ ბათუმელ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებსაც თავისი გუნდის გაფაფხურება.არანაირი განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ყავს ბათუმს.თუ ვერ იგებენ შეურაცყოფას აყენებენ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს,მოედანზე ისვრიან ბოთლებს და ხშირია მინდორზე გადასვლის ფაქტებიც(პირატებს ვგულისხმობ და არა რიგით გულშემატკივრებს).ჩვეულებრივი ხულიგნებია და ახია მათზე თუ დისკვალიფიკაციას მისცემენ და შემდეგ შეხვედრას ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებენ. ჩემპიონობა არა ტოროლა.ტორპედო რომ არ დაშლილიყო სამეულშიც ვერ მოხვდებოდნენ.ჩემპიონი კი დინამო გახდება! იმსახურებს ყველანაირად.
dato
05 აგვისტო 2019 00:33
9
ეგრე იცის ტოტალიზატორთან პარტნიორობამ , კერძოთ ევროპაბეთთან როგორი იყო 1,6 კუში ???
სიმართლე
05 აგვისტო 2019 08:32
0
აუცილებლად უნდა დაისაჯოს სტადიონი.
zurab
05 აგვისტო 2019 08:41
3
მართალიხარ ქუთაისი რომ არ დაშლილიყო ბათუმი თავის სკუთვნილ ადგილზე იქნებოდა,რაც გუშინ გააკეთეს პირველ რიგში მწვრტნელის ბრალია გეგუჩაძეა თუ ვინც სრის ფეხბურთელების შეხლა შემოხლაზე მან უნდა გააკეთოს კომენტარი და ბოდიში მოიხადოს,,გუნდს დიდკვალიფიკაცია აუგილებლად,მაყურებლის გარეშე ჩატარება მომდევნო მატჩის
dato-s
05 აგვისტო 2019 10:41
4
დვალიშვილი რო გუნდში გეყოლება ამბიცია აღარ უნდა გქონდეს
irakli
05 აგვისტო 2019 09:49
0
...სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ზოგადად ქართულ ფეხბურთს ვაი გულშემატკივარი ყავს
ემზარ დუისბურგი
07 აგვისტო 2019 10:55
0

სიახლეები პოპულარული