4 აგვისტოს, ბათუმის "დინამოსა" და გორის "დილას" ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩში სამწუხარო ინციდენტი მოხდა.
შეხვედრის დასასრულს მოედანზე ფეხბურთელების შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სტუმარი გუნდის ფეხბურთელებს ბოთლები ესროლეს. მოედანზე პეტარდების სროლის და დაკვამლიანების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.