რატომ დასაჯა უეფამ "დინამო"? - რეალური მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
8 აგვისტოს "ფეიენორდი" - თბილისის "დინამოს" მატჩამდე გახდა ცნობილი, რომ უეფას გადაწყვეტილებით განმეორებითი მატჩი თბილისში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდებოდა.

უეფას მიერ ამ დრომდე არ იყო განმარტებული მიზეზი თუ რამ გამოიწვია ეს. ვრცელდებოდა არაერთგვაროვანი ინფორმაცია და არგუმენტს მოკლებული მიზეზები, თუ რის გამო მიიღო უეფამ ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ დავუკავშირდით თბილისის "დინამოს" პრესსამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი ბუხალს, როგორც მან განგვიმარტა, რეალური მიზეზი "დინამო" - "გაბალას" დაპირისპირების დროს, თბილისელთა გულშემატკივრების მიერ გამოფენილი ბანერი წარწერით "88" გახდა.

უფრო კონკრეტულად "88" არის ნაცისტური სიმბოლო და მას ნეო-ნაცისტები იყენებენ.
ეს ასე იშიფრება - ლათინური ანბანის მე-8 ასო არის H, ანუ 88-HH HH-Heil Hitler . თუმცა აქ უეფას შეცდომა გაეპარა, რადგან ეს 88 აღნიშნავს 1988 წელს, როდესაც თბილისის "დინამოს" პირველი ქომაგთა კლუბი შეიქმნა და ბანერზეც ამიტომ არის დატანილი.

როგორც კლუბში გვითხრეს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და 5 დღის განმავლობაში გახდება პასუხი ცნობილი.

altთბილისის "დინამო" უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

altუეფამ თბილისის "დინამო" დასაჯა - "ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩი ცარიელ სტადიონზე გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 53 /
საერთოდ ეს ფანკლუბის წევრები რომ ტვინნაღძნობნი არიან, ეს არ არის ახალი. ხოლო დინამოს ფანკლუბი კი შორიდან პროვინციალების, გაუნათლებელ, უინტელექტო, უაზრო ჯგროს ჩამოჰგავს. არადა თბილისის დინამოს გულშემატკივრები, საბჭოთა კავშირში, ყველაზე საუკეთესო იყო, ყველაფერში. გინდ ფეხბურთის ცოდნაში, გინდ გუნდის მხარდაჭერაში და გინდ სტუმარი გუნდის მიერ კარგი რამის გაკეთებულის "დანახვაში". ყოფილა შემთხვევა, ღირსეულად გამარჯვებული სტუმარი გუნდი, დინამოს სტადიონიდან, ღირსეულად, ტაშით გაუცილებიათ.
ალალე
10 აგვისტო 2019 00:48
9
დაგეწერათ მერე 1988.ძლივს ნორმალური დონის გუნდი ჩამოდის და ეს ვითომ ფანები რას შვებიან? პასუხი უნდა აგოს ვინმემ გუნდში ამაზე.უპასუხისმგებლოები ხართ
Levan
10 აგვისტო 2019 13:01
7
და რას შვებიან რას? 88 - დაწერეს? და ეს მაინცდამაინც ფაშიზმთან ასოცირდება და აქეთ ჩვენ უნდა ველოლიავოთ ამ ავადმყოფებს? ეგრე რაც არ უნდა დაწერო ან დააწერო - ყველაფერში შეუძლიათ მოგედაონ, მეც მაქვს ცნობილი ბრენდის მაისური HH და რა კავშირი მაქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან? თვითონ არიან ასეთი ხალხი ფაშისტები და იდეოლოგიური მოძალადეები, შეუძლიათ თქვან, რომ ჩემი ყ... - სალამურია და ასეა? და თქვენც ეთანხმებით რა თქმა უნდა ცხვრის აღტკინებით, რადგან ევროპელმა თქვა... რუსები რას სჩადიან და სჯის მაგათ ვინმე? ერთი ადგილი არ ყოფნით და ჩვენ დაბალი ღობე გვნახეს?
Levani
11 აგვისტო 2019 00:00
4
გუნდის ფანკლუბი არის უსაქმურების,უმუშევრების,თავისი თავი,რომ ვერსად უპოვიათ,დგანან და გაჰყვირიან უნიჭო,ურითმო სიმღერებს,ადრინდელ დინამოს რათ უნდოდა ფან კლუბი? მთელი საქართველო სტადიონზე იყო! როგორ შეიძლება იყო ანტი ფეხბურთის ფანი? ამათი თამაშის ფანატები არიან?
ზურა
10 აგვისტო 2019 08:27
6
არაფერი დებილობა ეს არ არის.ეს მიზანმიმართულადაა გაკეთებული.ეს არის ნამდვილად ნეო-ნაცისტური სიმბოლო.ფოთლებში ჩასმული 88. თუ 1988 დაწერა უნდოდათ არ იყო აუცილებელი ფოთლების მიხატვა.
jonis
09 აგვისტო 2019 23:20
4
მე ვიფიქრე აზერბაიჯანელ ფერადკანიან ფეხბურთელს რასისტული გარეგნობის გამო შეურაცხოფა მიაყენეს თქო და ნაცისტური პლაკატი?? არსებობს კლუბში თანამდებობა რომელიც ამ ქომაგებთან ურთიერთობა ევალება, მან არ იცოდა რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო თუ ეს თანამდებობა დინამოში პირობითია და არაფერი ევალება? უეფა ესე უაპელაციოდ არ დაგვსჯიდა, რომ არ ქონოდა საკმარისი არგუმენტები, ჩემი აზრით ამ პლაკატის შეხედვის შემდეგ აზრი არ აქვს გასაჩივრებას არანაირი. ერთადერთი თეორიული აზრი ექნებოდა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ სანამ ის განიხილავს შეიძლება თვეები დაჭირდეს და აზრი? კი მაგრამ დინამოს ქომაგთა კლუბი მანამდე არ არსებოდა და 1988 წელს შეიქმნა??
zaza
09 აგვისტო 2019 23:46
3
ნამდვილად, აშკარად ნაცისტური სიმბოლიკაა, და ყველას შეუძლია ამის მოძებნა.
გუგა
09 აგვისტო 2019 23:33
5
აქ მოკომენტარეები ვინც ფანკლუბში ვითომ არსებულ ნაციზმზე აპელირებთ მაგარი ჭკუანაღრძობები ხართ!!! 88 არის ციფრი და მეტი არაფერი! აბა გოგა ბითაძე ჰიმლერი ყოფილა, რადგან ამერიკულ გუნდში ნომერი 88 აირჩია!
aburjga
10 აგვისტო 2019 00:06
20
აბა ერთი კარიკარის გოლის შემდეგ იმ ვაჟკაცს უყურე ფანკლუბიდან როგორ იქნევს ხელს და მერე მიხვდები მხოლოდ ციფრია თუ არა 88 და იმასაც მიხვდები ვინაა ტვიმნაღრძობი :-) როცა რაღაც არ გაწყობთ სტრასბურგიც მოსყიდულია :-)ახალი ანდაზაა
:-)
10 აგვისტო 2019 03:45
4
რაღაც ეჭვი მეპარება მიზეზი ის იყოს, რაც აქ წერია. ვგულისხმობ დინამოს პირველი ფან–კლუბის დაარსებას 88 წელს, დინამოს ფან–კლუბებში ნაცისტური სენტიმენტები არ არის ახალი, და ნუ დავაფარებთ ხელს, ამით დათვურ სამსახურს ვუწევთ, ბავშვები იწამლებიან ამ სულელური იდეებით, და რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ ამ თემაზე ღიად მით უკეთესი, ნაცისტური იდეების მიმართ ნულოვანი შემწყნარებლობა უნდა გამოვიჩინოთ, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება, ჟურნალისტებს კი მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ, კარგი იქნება ამ თემაზე ვინმე თუ იმუშავებს.
გუგა
09 აგვისტო 2019 23:02
13
ფეინორდთან სულ 100 000 მაყურებელიც რომ მოვიდეს, რამის იმედი გვაქვს?
giorgi
10 აგვისტო 2019 00:46
4
რავა ყველა დებილობა ჩვენ უნდა დაგვემართოს?!
joni
09 აგვისტო 2019 23:02
2
რა შეცდომაზეა საუბარი,კარიკარის გოლის შემდეგ ტიპი ჰიტლერის მისალმებისას ხელს ისე იქნევდა კინაღამ ამოიგდო:-) ეს უბრალოდ თავის მართლებაა დინამოს მხრიდან,აშკარად არიან ფანკლუბში ნეო-ნაცი მიმდევრები
:-)
09 აგვისტო 2019 23:15
12
მეტი საქმე არა აქვთ მანდ უეფაში?
ალეკსანდრე
10 აგვისტო 2019 09:41
12
რუსებს ააქვთ ანდაზა " სულელი თავი ფეხებს მოსვენებას არ აძლევსო".რა ფაშისტობა აუტყდათ ამ უტვინოებს.ხო ნათელია რომ ასეთი ბანერი შეგნებულად ,პროვოკაციულად არის დაკიდებული.
ვა რა დონეა
10 აგვისტო 2019 12:05
3
და რა ბანერი შე დალოცვილო, იქნებ 8 აგვისტოს გამოსახავდა 2008წლის ან თუნდაც 1988წელს ანდაც ათას სხვა რამეს, რატომ უნდა იყოს მაინცდამაინც ფაშიზმთან ან ჰიტლერთან კავშირში? ასეც, რომ იყოს რატომ არ უნდა მქონდეს მე უფლება მომხრე ვიყო ვისიც მინდა? ეს ხომ თუ ცოტა სხვა კუთხით შევხედავთ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? ეს რა ავადმყოფობაა, რა ორმაგი სტანდარტები (თუმცა ეს სულ სხვა თემაა და არ მინდა ავცდე მთავარს). მოკლედ, დაამტკიცონ ჯერ, რომ 88 ნაგდად ისაა რასაც ამბობენ და მერე დაგვსაჯონ, სხვა შემთხვევაში ესაა ძალადობა ე.წ ლიბერალების მხრიდან და მეტი არაფერი...
nika
11 აგვისტო 2019 00:12
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული