ქუთაისის საფეხბურთო გუნდ "ტორპედოს" ახალი დირექტორი ჰყავს. არსებული ინფორმაციით, გუნდის აღმასრულებელ დირექტორად თემურ ჩეჩელაშვილი დაინიშნა. ის ერთხელ უკვე იყო გუნდის პრეზიდენტი, თუმცა თანამდებობა მალევე დატოვა. ჩეჩელაშვილი დირექტორად ოფიციალურად დღეს დაინიშნა.
მას შემდეგ, რაც კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ არსებული დავალიანება ვერ დაფარა, გუნდი მერიას დაუბრუნა.
არსებული ინფორმაციით, კლუბის მერიისათვის გადაბარების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
ასევე, ირკვევა, რომ მერიასა და ზაალ ჩაჩავას შორის ურთიერთობის გარკვევა სასამართლოში გაგრძელდება, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ჩაჩავა ვალის აღიარებაზე უარს აცხადებს.
მერია სასამართლოს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიმართავს.