fcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს - დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები - შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში - 75-ე წუთამდე თავისი საქმე "გააკეთა", მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკ
არა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "საბურთალოს" სასარგებლოდ. მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო.

ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს "საბურთალოს" კარში, რომ "დინამოს" თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში - არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე "ჭკვიანურად" მსაჯობდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ "საბურთალოს" მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია, გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ "სამეულს" ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად "საბურთალოს" საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერესს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე. რაც შეეხება მატჩს - ვიდრე "საბურთალო" კაცნაკლული დარჩებოდა, მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამოს" კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ…

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 49 /
საბურთალოს ბევრი გულშემატკივარი ყავდა არარატთან გაყიდულ თამაშამდე. დღეს უმეტესობას ძულს ეს გუნდი...ასე რომ არავის ჭირდება ამათი ევრო ტურნირებზე გასვლა და ფულის კეთება...
oto
04 ოქტომბერი 2019 03:12
6
რაო უეფამ გაყიდულ თამაშზე? ამის გამოქვეყნებას ის წერილი დაიდოს რაც უეფაში უნდა გაგეგზავნათ. სირცხვილია ხეჩიკ სირცხვილი
gia
03 ოქტომბერი 2019 23:07
4
საბურთალოს არ რცხვენია საერტოდ?
gocha
04 ოქტომბერი 2019 00:57
1
რაც მათ გააკეთეს, სინდისი რომ ქონოდათ ჩემპიონატიდან უნდა ჩახსნილიყვნენ. მადლობას ვერ ვეტყვი მსაჯებს, მათ უნდა გამოეჩინათ ერთიანობა და უსირცხვილოები უნდა ჩაეძირათ "ჭ" ლიგაში. თბილისში როგორღა ჩნდებიან, მთლად როგორ გაიწყვიტეს შუბლზე ძარღვი პრეზიდენტ-მწვრთნელ-ე. წ. ფეხბურთელებიანად.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:02
1
გააუქმეთ რა ეს ნაგავი გუნდი, ან რებრენდირება გაუკეთეთ, ამათ დანახვაზე სულ ის საშინელი დღე მახსენდება.
zura
04 ოქტომბერი 2019 10:33
5
თვითონ რომ არ ყოფნით ნამუსი, გარედანაა მიხმარება საჭირო. სამარცხვინოები უნდა მოშორდეს ეროვნულ "ეროვნულ ლიგა"-ს.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:22
5
სამარცხვინოები ხართ თქვენ მთლიანად საბურთალო თქვენ სხვას როგორ ესვრით ტალახს საერთოდ ასეა რაც ხარ სხვას არ უნდა უთხრა იგივე და პრეტენზია არ უნდა გქონდეს!!!!
.
04 ოქტომბერი 2019 00:12
4
რა აზრი ქონდა თქვენს ჩემპიონობას გახვალთ და იყომარებთ და შეარცხვენთ ქართულ ფეხბურთს.მაგას ისევ ჯობია რომელიმე დინამო გახდეს ჩემპიონი იქნებ ცოტა ღირსეულად გამოვიდნენ.თქვენ კიდე ხმა არ ამოიღოთ რაც მართლა გულშემატკივრებს აკადრეთ მაგ ლაქას თქვენი ისტორიის განმავლობაში ვერ ჩამოირეცხავთ
დდდ
04 ოქტომბერი 2019 07:53
1
უღირსთა და უნამუსო-უსირცხვილოების ჯოგი.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:14
1
მე ვერ გავიგე,რა გამაფრთხილებელი არ იყო,ჰოდა მეორე იქნებოდა და ავტომატურად წითელი გამოდის,მანამდე ხო გაფრთხილება ქონდა.რაც შეეხება პენალს,მართალია ჩაწოდებული ბურთი სხვატრაექტორიით წავიდა,მაგრამ ფაქტია რომ დინამოელს ხელი ჰკრა საჯარიმოში.ისე ძალიან ემოციურად რომ განიცდიდა წითელს,იმის ნახევარი არარატთან არ ჩათვლილი გოლის დროს გამოეხატათ.ამ წელს არა მგონია საბურთალოს თუ შემორჩა გულშემატკივარი,რაც მაგათმა ქართველ გულშემატკივრებს აკადრეს
კახა ქ.
04 ოქტომბერი 2019 02:31
3
პირველ ტაიმში დინამოს მიერ გატანილი გოლი წესების სრული დაცვით იყო გატანილი და ამაზე არვინ ამახვილებს ყუარდღებას. საბურთალოს მოთამაშეს არავინ შეხებია ისე დაეცა და იქაც ბურთი სულ სხვაგან იყო და სხვამ გაიტანა. ამ პენატლის შემთხვევაში კი დიახაც მოთამაშე წააქციეს საჯარიმოში და ეს ჯარიმაა, რომელიც პენალტი ინიშნება. რა მნიშვნელობა აქვს ბურთი საით მიდიოდა? ჯარიმა საჯარიომოში ინიშნება პენალტით.
Geo_Dinamo
03 ოქტომბერი 2019 22:52
4
არარატი ჩვენ გვახსოვს.
გია
04 ოქტომბერი 2019 09:20
2
ჩვენც.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 11:15
2
ამ შპს "საბურთალოს" ვინმე გულშემატკივრობს საერთოდ?
Star Lord
03 ოქტომბერი 2019 23:38
14
ქართველების შემარცხვენელ გუნდს საქართველოში ვინ უნდა უგულშემატკივროს? ავლაბრიდანან შეიძლება მოიძებნოს რამდენიმე.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 10:52
4
შენ ავლაბრელებთან რამე პრეტენზია გაქვს თუ სხვა რამის თქმის ადგილი არ გაქვს და ნამიოკობანას თამაშობ?? მე ვარ ავლაბრელიც და საბურთალოს გულშემატკივარიც და აბა გისმენ, რა ვაჟკაცი ხარ!
გიზოგს
04 ოქტომბერი 2019 14:28
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული