fcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს - დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები - შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში - 75-ე წუთამდე თავისი საქმე "გააკეთა", მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკ
არა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "საბურთალოს" სასარგებლოდ. მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო.

ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს "საბურთალოს" კარში, რომ "დინამოს" თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში - არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე "ჭკვიანურად" მსაჯობდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ "საბურთალოს" მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია, გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ "სამეულს" ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად "საბურთალოს" საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერესს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე. რაც შეეხება მატჩს - ვიდრე "საბურთალო" კაცნაკლული დარჩებოდა, მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამოს" კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ…

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 49 /
რა მომწონს თუ იცით,ამხანაგური თამაშით ფეხბურთი წინ ვერ მიდის,დერბი დერბის უნდა ჰგავდეს,ოფლის და სისხლის ნაზავის სურნელი უნდა ტრიალებდეს ჰაერში,მაშინ მაყურებელიც მოვა ტრიბუნაზე.ნაზად და ლამაზათ თამაში უნდა დამთავრდეს.ეს თამაში ამ მიმართულებით რაღაცას გავდა.
cheroeli
04 ოქტომბერი 2019 00:11
6
ამ შპს "საბურთალოს" ვინმე გულშემატკივრობს საერთოდ?
Star Lord
03 ოქტომბერი 2019 23:38
14
შენ ავლაბრელებთან რამე პრეტენზია გაქვს თუ სხვა რამის თქმის ადგილი არ გაქვს და ნამიოკობანას თამაშობ?? მე ვარ ავლაბრელიც და საბურთალოს გულშემატკივარიც და აბა გისმენ, რა ვაჟკაცი ხარ!
გიზოგს
04 ოქტომბერი 2019 14:28
4
ქართველების შემარცხვენელ გუნდს საქართველოში ვინ უნდა უგულშემატკივროს? ავლაბრიდანან შეიძლება მოიძებნოს რამდენიმე.
გიზოგ
04 ოქტომბერი 2019 10:52
4
პენალტი გასაგებია, წითელი ალბათ უფრო სადაოა! მეტი სხვა არაფერი სჩანდა ამ ვიდეოში. ჩემი აზრით ასეთი განცხადებით რომ გამოდიხარ უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებაა საჭირო ვიდრე ეს ვიდეოა.
Irakli
03 ოქტომბერი 2019 23:29
4
ერევანთან ვისთან დამარცხდა -ყომართან. ასე რომ მარტო შენ ხომარ უნდა იყომარო .სხვებმა რა დააშავეს.
გრიგოლ1408
03 ოქტომბერი 2019 23:28
4
დაგჩაგრათ კი არა, დინამო დაიჩაგრა, ბურთი არ ჩაუთვალეს, წუწუნს ჯობია ფეხბურთელები მოძებნოთ და არა მოჭიდავეები, ძალიან გინდათ მსხვერპლის როლში იყოთ, მარა ეგრე არაა ტოოო!!!
ფეხბურთი და არა ჭიდაობა და რაგბი!!!
კ ო მ ბ ლ ე
03 ოქტომბერი 2019 23:23
7
რაო უეფამ გაყიდულ თამაშზე? ამის გამოქვეყნებას ის წერილი დაიდოს რაც უეფაში უნდა გაგეგზავნათ. სირცხვილია ხეჩიკ სირცხვილი
gia
03 ოქტომბერი 2019 23:07
4
პირველ ტაიმში დინამოს მიერ გატანილი გოლი წესების სრული დაცვით იყო გატანილი და ამაზე არვინ ამახვილებს ყუარდღებას. საბურთალოს მოთამაშეს არავინ შეხებია ისე დაეცა და იქაც ბურთი სულ სხვაგან იყო და სხვამ გაიტანა. ამ პენატლის შემთხვევაში კი დიახაც მოთამაშე წააქციეს საჯარიმოში და ეს ჯარიმაა, რომელიც პენალტი ინიშნება. რა მნიშვნელობა აქვს ბურთი საით მიდიოდა? ჯარიმა საჯარიომოში ინიშნება პენალტით.
Geo_Dinamo
03 ოქტომბერი 2019 22:52
4
იმედია ფედერაცია დასჯის კლუბს ამ საქციელის გამო
03 ოქტომბერი 2019 22:40
6
კლუბს თუ მსაჯს?ძალიან საეჭვოვო,რბილად ნათქვამი მგონია.ყოველ შემთხვევაში რაც აქ ჩანს.
სოსო
03 ოქტომბერი 2019 23:07
16
ისე სუდია რომ ყრუაშვილი იქნება გვარად
jigaro
03 ოქტომბერი 2019 22:20
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული