fcsaburtalo.ge: "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! [VIDEO]

AutoSharing Option
სათაური სრულად ასახავს მატჩის სცენარს - დიახ, 2 ოქტომბერს "დინამო არენაზე" "საბურთალო" მსაჯებთან დამარცხდა! მთავარ როლში ფიფას კატეგორიის მსაჯი, საქართველოში "ვითომ" პერსპექტიული გიორგი ყრუაშვილი იყო, როლებში კი მისი ასისტენტ-დამხმარეები - შოთა ქუხილავა, გიორგი ვარდიძე და ძმანი მისნი.

პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაში მსაჯები მიზანმიმართულად მოქმედებდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ, რამაც საბოლოო შედეგზე გავლენა იქონია.

გუშინ ყრუაშვილმა მორიგი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა თავის ახალგაზრდულ ცხოვრებაში - 75-ე წუთამდე თავისი საქმე "გააკეთა", მერე კი განაგრძო ჩვეულებრივი მსაჯობა. მატჩის მე-4 წუთზე აშკ
არა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა "საბურთალოს" სასარგებლოდ. მე-19 წუთზეც შეეძლო პენალტის დანიშვნა, თუმცა ამ შემთხვევაში საკამათო ეპიზოდი იყო.

ყრუაშვილი საბურთალოელების უხეშობისთვის და მაისურზე დაქაჩვისთვის ყვითელ ბარათებს უჩვენებს ფეხბურთელებს, ანალოგიური ქმედებებით მასპინძლებს მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებს. შეხვედრის 69-ე წუთზე "საბურთალო" 10 კაცით დარჩა, ხოლო 75-ე წუთზე ისეთ თერთმეტმეტრიანს ნიშნავს "საბურთალოს" კარში, რომ "დინამოს" თავგადაკლული ქომაგიც კი გააკვირვა!

არ ვიცი, იცით თუ არა, შესაძლოა სიახლეს ვამბობ, მაგრამ საქართველოში მსაჯი უშეცდომოა! ყოველ შემთხვევაში, ამას გვიმტკიცებენ მსაჯთა კორპუსში - არ მახსენდება პრეცედენტი, როდესაც მსაჯთა ხელმძღვანელებს ეღიარებინოთ ამა თუ იმ მსაჯის შეცდომა, ან რომელიმე მათგანით უკმაყოფილება გამოეთქვათ. ჰოდა, ვიდრე მსგავსი მიდგომა იქნება, ვიდრე რეალურად არ შეაფასებენ ამა თუ იმ ადამიანის ქმედებას, მანამდე ასეთ დღეში ვიქნებით.

როგორ ფიქრობთ, გუშინ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მსაჯები ასე "ჭკვიანურად" მსაჯობდნენ "საბურთალოს" წინააღმდეგ? სულ მცირე ხნის წინ "საბურთალოს" მონაწილეობით მატჩში ანალოგიურად, ერთი-ერთში მოიქცა ყრუაშვილის კოლეგა ჯენერი ხორავა! ამ დუეტს დიდად არც გიორგი კიკაჩეიშვილი ჩამოუვარდება… რომ დააკვირდეთ "საბურთალოს" მატჩებს ზედა ხუთეულის გუნდებთან, სადაც უფრო დიდი შანსია, გუნდმა ქულები დაკარგოს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ "სამეულს" ნიშნავენ მთავარ არბიტრებად.

არ იფიქროთ, მხოლოდ წლეულს მსაჯობენ არბიტრები ტენდენციურად "საბურთალოს" საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კლუბი ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მაშინაც იყო მიზანმიმართული ბრძოლა, მაგრამ 2018 წელს ჩვენმა კლუბმა ყველანაირი ბარიერი დაძლია და დასახულ მიზანს მიაღწია!

ზოგადად, მსაჯების არაკომპეტენტურობა და ხშირ შემთხვევაში მიკერძოებული მიდგომა, ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, აჩენს უსამართლობის გრძნობას, რაც თავისთავად ინტერესს აკარგვინებს ინვესტორებს და რაც ყველაზე მთავარია, ფეხბურთის გულშემატკივრებს. ყოველივე ეს ფაქტორი, ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას.

მსაჯებზე საუბარს ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, უთქმელობა დანაშაულად მიგვაჩნია და გულისტკივილი მოვიტანეთ გულშემატკივრამდე. რაც შეეხება მატჩს - ვიდრე "საბურთალო" კაცნაკლული დარჩებოდა, მეტოქეს აღემატებოდა თამაშითაც და ანგარიშითაც. მხოლოდ პირველ ტაიმში გატანილი გოლის გარდა, სამჯერ მართებდა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს "დინამოს" კარის აღება, მაგრამ… ბოლოს კი, რაც მოხდა და როგორც მოხდა, ზემოთ ვრცლად გითხარით. დანარჩენი კი ყველაფერი თავად განსაჯეთ…

fcsaburtalo.ge

მკითხველის კომენტარები / 49 /
ამ მატჩისთვის გიორგი ყრუაშვილი პრაფანების გარდა არავის გაუკრიტიკებია. ის, რაც ამ დღეებში მოხდა ესპანეთში გიორგი ყრუაშვილს უფლება მისცა სრულად რეაბილიტირებული ყოფილიყო, პრაფანების თვალშიც კი. იმედია ამ სტატიის ავტორი საზოგადოდ თU არა პირადად მაინც მოუბოდიშებს გიორგი ყრუაშვილს და არ დარჩება იმათ შორის, ვისაც უბრალოდ შური ალაპარაკებთ იმ ქართველის მიმართ, ვინც წარმატებას მიაღწია და შემდგომშიც მიაღწევს. იმიტომ, რომ პრფესიონალიზმი აფრიკაშიც პროფესიონალიზმია.
izi
02 მარტი 2021 17:14
0
ertmanetze uaresi unamuso msajebi gvkavs ras izam
mate
12 ოქტომბერი 2019 00:45
1
ბევრი საინტერესო კომენტარი წავიკითხე, ბევრიც მკაცრი და მსაჯის დამცველი. მე ამ მატჩის ანალიზისაგან თავს შევიკავებ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ თბილისის დინამოსთან, ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან, ყველაზე ტიტულოვან გუნდთან მსაჯები მეტნაკლებად მორიდებული და ნაკლებად პრინციპულები არიან, ეს ადრე უფრე მეტად შესამჩნევი იყო,ბოლო წლებში ეს მიდგომა თითქმის მოიშალა, მაგრამ მაინც არის. ეს იყო ამ შემთხვევაშიც. სხვა რაიმე ნეგატიური მსაჯთან მიმართებაში არამგონია. თუ ვინმე ჩემ აზრს არ გაიზიარებს მისი ნებაა, მაგრამ ვკითხავ დაჩაგრული დინამო ვინმეს უნახავს.
ნუგზარი
07 ოქტომბერი 2019 14:14
0
თქვენ ხართ უსირცხვილო და ნამუს გარეცხილი ხალხი, ყრუაშვილი უეფამ დააფასა და დააწინაურა საბურთალოსთვის თუ არაკომპეტენტურია საერთოდ არ აინტერესებს გიოს და იმედია არც ფედერაციას. ამ სტატიისთვის უნდა დაისაჯის საბურთალო.
jigari
04 ოქტომბერი 2019 17:11
8
უსირცხვილო და უნამუსოს გარდა, დიდი უტვინოებიც ყოფილან საბურთალოს მესვეურები. ეს მეორედ გაიჩალოჩეს ხალხის ზიზღი. გონიათ დაგვავიწყდა მათი უნამუსობა და არ იციან რომ იმ ლაქას მინიმუმ 30 წელიც არ ეყოფა ჩამოსარეცხათ. ვითომ ტყუილად დადო პენალტი ან კაცი ყვითელი ბარათის შემდეგ, ბოლო შანსის ჯარიმაზე ტყუილად გააგდო? ატანა არა მაქვს ამ გუნდისა. არ მეგონა თუ ასე როდისმე ქართული გუნდი შემძულდებოდა.
Geo_Dinamo
04 ოქტომბერი 2019 21:51
3
ვინ უგებს ასაკობრივში დინამოს საბურთალო?? თვალში ნაცარს გვაყრით თუ რას შვებით ჩახედეთ ერთი შედეგებს. ან ამას რა მნიშვნელი აქვს შენს საფეხბურთო წესების არცოდნასთან. ხელი კრეს დააგდო ეგ ჯარიმაა შესაბამისად პენალტი, თავად ვინც ჰკრა ხელი იმას არ გაუპროტესტებია, გეყოფფა ამ ძალიან სირცხვილი პოსტს დაცვა!!!
გურამი
04 ოქტომბერი 2019 15:02
6
საბურთალო მსაჯებთან არა მარა არარატთან ნამდვილად დამარცხდა
Gggg
04 ოქტომბერი 2019 14:55
1
თქვე უნიჭოებო თქვენა, რა შუაშია ბურთი საით მიდიოდა, სულაც რომ საჯარიმოში არ იყოს ბურთი და ფეხი დაუდო ან მუჯლუგუნი კრა მეტოქეს საჯარიმოში, პენალტი არაა? ფეხბურთი ვისაც არ უთამაშია არასოდეს, იმას კომენტატორობა არ უნდა ანდოთ. დიახაც პენალტი იყო და მეეჭვება, რომ ძალით აიკიდა კაპიტანმა, ყოველ შემთხვევაში პროტესტი მას არ გამოუხატავს. არარატთან თამაშის შემდეგ აღარაფერი აღარ მიკვირს ამათგან.
bmb
04 ოქტომბერი 2019 14:40
3
ვერ ეღირსებით "საბურთალოს" მოშორებას, ყველა ასაკში უგებენ დინამოს, თუ არ გჯერათ, იარეთ ასაკობრივების თამაშებზეც, და მართლა ვითომ პროფესორები გუნდზე რომ იყრით ჯავრს, არ გაგიგიათ რა პრობლემებიცაა ქართულ ფეხბურთში თუ თქვენც ყრუაშვილები ხართ? მთელი ფედერაცია რომ მოსაძრობია თავის დამსახურებულ ფეხბურთელებიანად, პირველად გესმით?? ხოდა, იფხანეთ ახლა ენები საბურთალოს ბიჭების გინებით, და "არარატი" რომ გაკერიათ სულ, ერთი იმათ შემადგენლობას და ლეგიონერებს შეხედეთ და იმათ გულშემატკივრებსაც დააკვირდით, სამარცხვინო გულშემატკივრები ხართ!!!!
პროფესორებს!!!
04 ოქტომბერი 2019 14:19
23
ისე უეფაში " ღირსების აღსადგენად" გაგზავნილ წერილს რა ბედი ეწია?
გია
04 ოქტომბერი 2019 13:34
1
მართლა გვიპასუხეთ წერილი თუ გააგზავნეთ"ღირსების დასაცავად" უეფაში და რა ეტაპზეა გამოძიება? ჟურნალისტებო დაუკავშირდით და კითხეთ.
გია
04 ოქტომბერი 2019 13:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული