კახა ჩხეტიანი: კვების პრობლემა გვაქვს - "ტორპედოთი" ქართველი და უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
"ტორპედოს" მდგომარეობაზე მისმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

"ტორპედოთი" არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება...

თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ "ტორპედო" ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ "შეუწყობს". გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი - ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ
დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ფანებო 10-10 ლარი აკრიფედ და თქვენ საყვარელ კლუბს საკვების თანხას კი აუკრიფავთ იმდენს,რომ სანამ რამე გაირკვევა ეყოფად.ეგაა ფანობა, მოწინააღმდეგე გუნდის სტადიონზე სკამების ლეწვა კი არა
ფანი
10 ოქტომბერი 2019 20:44
5
დინამოს გულშემატკივარი ვარ მაგრამ მეც დავდებდი ერთ 10 ლარს. მართლა ძალიან ცუდი სიტუაციაა და გამიხარდება თუ სპონსორი მალე გამოჩდება.
gio
10 ოქტომბერი 2019 22:52
0
ჩაჩავა სადაა საად, სანამ მაგნაირები იქნებიან ქართულ ფეხბურთში არაფერი გვეშველება. ყარს ყველაფერი. იშოვა ტიპმა ფული და მოიქესტა??
გიორგი
10 ოქტომბერი 2019 23:15
0
მერე თქვე კაი ხალხო, ბოლოს რომ მოგებულ თამაშბზე პრემია ჩაგერიცხათ, ცოტა სახელფასო დავალიანება შეგემცირებინათ და საჭმელიც შეგეძინათ სულ პრემიებში ნუ გაუშვებდით ;)
DAVE
10 ოქტომბერი 2019 20:56
4
ყველას მოეთხოვება ვინც ტორპედო ასე ცუდ დღეში ჩააგდო!
წარმატებები ქუთათურებო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
11 ოქტომბერი 2019 08:45
2
მე როგორც დინამო თბილისის გულშემატკივარს ერთი წუთითაც არ გამხარებია ის რაც ტორპედოს დაემათა.ის კი არა გული მეწვებოდა ორდაბასისთან რო წააგო.არადა დაშლილ ტორპედოსაც შეეძლო მოგება შეთამაშებულები რო ყოფილიყვნენ.
უბრალოდ ტორპეტოს ფანების ვერ გამიგია-აქ ზოგი წერს რო თურმე დაჩაგრულები ყოფილან,ზოგი წერს მიზანმიმართულად დაშალესო და რამის მთელი საქართველოა გახარებული ამითო.არ არი ასე ქუთაისელებო დამიჯერეთ. კარგი და წარმატებული გუნდი სხვა რამეს ნიშნავს.არა აჯობდა თანხა ყაირათიანად დახარჯულიყო და ბოლომდე ნორმალურად დაესრულებინათ ჩემპიონატი? ეგრე მეზობლები მყავს ჩემზე მეტი შემოსავალი აქვთ,მაგრამ ერთ კვირაში ხარჯავენ,არაფერს იკლებენ და მერე დადიან მშივრები და ჩამოხეულები და დამათხოვრებენ პურის ფულს სამეზობლოში.
ეგ რასაც თქვენ ეძახით ძლიერ გუნდს,სუსტი გამოდგა სინამდვილეში და ყველას შეუძლია შექმნას.ძლიერი გუნდი ძლიერ მენეჯმენტსაც ნიშნავს და არა განიავებულ ფულს.ნუ გეწყინებათ ჩემო ქუთაისელებო,სიმართლეა ეს და არა ის რო ვიღაცა გჩაგრავთ და ა.შ.რომ იცოდეთ არავის არ გვიხარია,არავის!!!
და კიდევ:თავის დროზე სფფ-ს კი არ უნდა დამუქრებოდით ამას ვიზავთ და იმას ვიზავთო-ეგ ჩაჩავა უნდა ჩამოგეკიდათ ერთი ადგილით. ხო იძახით ტორპედო ჩვენიაო? არც ეხლაა გვიან,მიდით დაკიდეთ ეგ ჩაჩავა,დანარჩენ საქართველოს კი ნუ გვემდურებით.არ გეწყინოთ ქუთაისელებო.წარმატებებს გისურვებთ!
Jordan Beli
11 ოქტომბერი 2019 10:45
1
ჩაჩავას გაპრავება არ არის სწორი საქციელი მაგ ადამიანმა შეჭამა უეფას და ჩინელების ფულიც,არის ჩვეულებრივი თაღლითი
Gocha
11 ოქტომბერი 2019 12:35
0
ქუთაისის "ტორპედოსთვის" ყველაზე დიდი პრობლემა ვაი-გულშემატკივრების ის მცირე ჯგუფია, რომელიც სტადიონზე ბილწსიტყვაობს და ხულიგნობს. მათ ბევრი პოტენციური ინვესტორი და სპონსორი დააფრთხეს... და მათი ქცევაც ძვირი უჯდება გუნდს.
Teimurazi
11 ოქტომბერი 2019 13:50
4
ჩაჩავას ზედ ეტყობოდა ვინც იყო, ვინც მაგას გუნდი მისცა ისიც დასასჯელია, დიდი ალბათობით მაყუთი ყველამ გაიყო....
zviads
11 ოქტომბერი 2019 10:53
1
mivxedavt ramenairat utkvenodac torpedos, da skamebi torpedos stadionzec bevri gundis gulchematkivars daulecia mara erti ambavi kiar agvitexia, pegburtia, xan skami gatkdeba da xan ra moxdeba, baletchi ar tkdeba arapeli,
KUTAISELI
10 ოქტომბერი 2019 22:52
20
ხან სკამი გატყდება და ხან თავი...
buba
11 ოქტომბერი 2019 01:11
0
""ტორპედოთი" არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება..."
ვაიმე. ასეთი სტრიქონები გაზაფხულის მერე მერამდენედ იწერება. აღარ მჯერა ქუთაისის მერიის, თქვენიც აღარ მჯერა, ბატონო კახა. ამდენი თვის მანძილზე ჩაგეტარებიათ 1 აუდიტი, დაგედგინად რეალურად, ნაღდად (!) რა ხდება ფინანსებში, და მაშინ მართლა მოიძებნებოდა ახალი პატრონი ან ინვესტორი. ასე უაზროდ გუნდს არავინ არ შეიძენს. არავის აქვს გადასაყრელი მილიონები. მე ექიმი ვარ და არ ვიცი, ამიტომაც გთხოვდით ადრე, ჭკვიანი ადვოკატი ან ფინანსისტი მოიწვიეთ და მან დაგანახოთ გზა ამ ჭაობიდან გამოსასვლელად. ვერ გავიგე, ფედერაცია რაღაცეებს გვიხდიდაო, ეხლა ესენი დააჭერიე საგადასახადოს. დავიჯერო არსებობდა კანონიერი საფუძველი ამისთვის.
რაღაც გამიგია ასეთი რამ: სააქციო საზოგადოება ჩამოაყალიბეთ, არა მარტო ქუთაისლებს, ყველას ქონდეს უფლება აქციის შეძენის (მეც, თბილისელი, შევიძენ) და დაგროვდება თანხა, იქნებ ასე ეშველოს ტორპედოს. ამბობენ ძველი მეპატრონე არ თმობსო. როგორც ძველ დროს ეუბნებოდნენ ხაჟალიას დაარტყი პენალტიო, სუდიამ არაო - ვინ კითხავს სუდიასო; ასევე ვინ კითხავს მაგას. აქციებს რომ ატარებდით მერიასთან, მიდით მის სახლთან და მოთხოვეთ გუნდზე უარის თქმა. რა? ქუთაისში აღარავინ დარჩა ავტორიტეტი, რომ ელემენტარულად დააშინოს - ხალხს ვერ შევაკავებთ თქო. მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და... მიყვარს და მეცოდება ტორპედო.
alexandre fachuashvili
11 ოქტომბერი 2019 10:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული