"ტორპედო": კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარება, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" "ფეისბუქზე" კლუბში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადება გაავრცელა.

კლუბის წერს, რომ მათ მხარში უდგანან ფეხბურთის ფედერაცია და სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გთავაზობთ კლუბის განცხადებას უცვლელად:

"კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს.

"ტორპედოში" ფინანსურმა პრობლემამ თავი თვეების წინ იჩინა, რის გამოც ფეხბურთელთა დიდმა ნაწილმა კლუბი დატოვა. მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდმა გააგრძელა ჩემპიონატში ასპარეზობა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ყოველთვის თავის ინტერესზე მაღლა გულშემატკივრისას აყენებდა... დრო გადიოდა, პრობლემები - რჩებოდა!

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის
ფედერაცია აქტიურადაა ჩართული "ტორპედოს" ყოველდღიურობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბი დღემდე კერძო მფლობელობაშია და ფეხბურთის ფედერაცია არაა ვალდებული, ფინანსურად დაგვეხმაროს, მათგან "ტორპედო" დახმარებას ყოველდღე გრძნობს.

თამაშიდან თამაშამდე, იქნება ეს ტრანსპორტირება, სასტუმროში დაბინავება თუ სხვა, სფფ "ტორპედოს" ეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის მხრიდან იყო ფინანსური დახმარებაც, რითაც ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი დაურიგდათ, მაგრამ... არაა ფეხბურთის ფედერაცია ის, ვინც "ტორპედო" მთელი წელი უნდა აფინანსოს და ეს კარგად გვესმის!

დღეს კლუბი ახალი ინვესტორის ძიებაშია. ინვესტორის ძიების პროცესში აქტიურადაა ჩართული ქუთაისის მერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში მოიძებნება ადამიანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს და "ტორპედოს" ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს. სხვა შემთხვევაში, არათუ წარმატება, არამედ არსებობაც წარმოუდგენელია...!", - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველგან და ყველაფერში რომ უსამართლობა და შერჩევითი სამართალია იმიტომ ვართ ესეთ დღეში,რაც ჩაჩავამ ჩაიდინა კლუბის წინაშე ამის გამო პასუხი არ უნდა აგოს?მაგრამ რადგან მაფიის წევრია ვინ მოსთხოვს,აბა პასუხს შერჩება ყველაფერი ხახვივით.
ავთო
16:07 08-11-2019
0
ისე კლუბი მარტო ბურთის გორება არ არის. ეს არის ორგანიზაცია, სისტემა და იქ მომუშავე ადამიანებს აერთიანებს მიზანი, დაიხარჯნონ კლუბის სადიდებლად. ეს არის გამართული მენეჯმენტი, მოწესრიგებული აღრიცხვა, მარკეტინგული მარავალფეროვნება და უამრავი სხვა. თუ რეალურად არ დადგინდა სად წავიდა ევროტურნირებიდან და სახემწიფოდან მიღებული ფინანსური რესურსები და რასი დაიხარჯა, მაშინ მილიარდი რომ ჩადოს დღეს ვიღაცამ ტორპედოში, ხვალ მაინც კაპიკი არ იქნება. ამიტომ, ჯერ ეს უნდა იქნეს გამოძიებული და მიზეზი უნდა დადგინდეს - თაღლიტობასთან გვაქვს საქმე თუ არასწორ, უვიც მენეჯმენტთან.
თენგაბი
19:33 10-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული