კახა ჩხეტიანი: კვების პრობლემა გვაქვს - "ტორპედოთი" ქართველი და უცხოელი ინვესტორები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
"ტორპედოს" მდგომარეობაზე მისმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

"ტორპედოთი" არიან დაინტერესებულები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები. დღეს ქალაქის მერიაში დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ ინვესტორთან და იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე მოგვარდება...

თამაშებზე აუცილებლად გავალთ. კი, გვაქვს პრობლემა, მაგრამ "ტორპედო" ჩემპიონატის ჩაშლას ხელს არ "შეუწყობს". გავალთ და ვითამაშებთ. მე, როგორც რიგითი ქუთაისელი, ბოლომდე აქ ვიქნები!

არანაირი ბოიკოტი - ფიზიკურად ვეღარ ვარჯიშობენ ფეხბურთელები. ბაზაზე ცხოვრობენ და კვების პრობლემა შეიქმნა. აღარაა თანხა, შესაბამისად, გუნდი ვერ ივარჯიშებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ იმ
დღიდან, როცა ფინანსური პრობლემა შეგვექმნა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გვერდით გვიდგას და გვეხმარება ფინანსურად. გარდა იმისა, რომ ფედერაცია მგზავრობის, სასტუმროსა და სხვა ხარჯებს გვიფარავს, ერთი თვის წინ ერთი თვის ხელფასიც გამოგვიყო", - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ფანებო 10-10 ლარი აკრიფედ და თქვენ საყვარელ კლუბს საკვების თანხას კი აუკრიფავთ იმდენს,რომ სანამ რამე გაირკვევა ეყოფად.ეგაა ფანობა, მოწინააღმდეგე გუნდის სტადიონზე სკამების ლეწვა კი არა
ფანი
20:44 10-10-2019
5
ჩაჩავა სადაა საად, სანამ მაგნაირები იქნებიან ქართულ ფეხბურთში არაფერი გვეშველება. ყარს ყველაფერი. იშოვა ტიპმა ფული და მოიქესტა??
გიორგი
23:15 10-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული