შესანიშნავი სიახლე - როგორ იქნება ბათუმის "დინამოს" ახალი ბაზა [PHOTO]

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მომავალი სეზონიდან არა მხოლოდ ახალი და ძალიან ლამაზისტადიონი ექნება, არამედ ასევე ახალი და ძალიან ლამაზი ბაზაც.

აღნიშნული ბაზის პროექტის ფოტოები სოციალური ქსელი ფეისბუქით გავრცელდა. პროექტი არის შექმნილი ევროპული სტანდარტებით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. იგი
რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს:

  • საბავშვო აკადემიას, რომელიც აღჭურვილი იქნება სარელაქსაციო და საგანმანათლებლო სივრცეებით
  • უმაღლესი ლიგის გუნდის ბაზას
  • კაფეს
  • ქოლ ცენტრს

აღსანიშნაია ისიც, რომ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ორი სკვერი.

Sportall.Ge


მომზადებულია facebook.com/alphaarchitecturege-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ქოლცენტრი ვერ გავიგე, დინამოა თუ 112 :), ალბათ შეცდომააა რაღაც. ის მშვენიერა ყველაფერი.
1
ამას ჰქვია გუნდის გადაცემა მართვაში,ძალიანაც კარგი,მთავარია ბავშვთა სკოლას მიექცეს ყურადღება,დღეს გამიგეთ სწორად,გუნდში ბათუმელი არ არის,ხომ გვახსოვს აჭარიდან რამდენი კარგი ფეხბურთელი იყო,ახლა საკუთარ გუნდშიც არ არის ერთია მგონი ისიც სკამზე ზის მგონი,მწვრთნელები აქ არაფერ შუაშია,შედეგს,რომ თხოვ ჩამოჰყავს იმასაც რა ქნას,სტადიონებია საჭირო მინდვრის არ იზრდება ხელოვნურზე ფეხბურთელი,საქმე წინ მიდის და ვნახოდ რა გამოვა,ხალხიც მობრუნდა სტადიონზე არადა ათი კაცი არ დადიოდა,მუშაობს მენეჯმენტი და იმიტომ,ასეა კერძო უნდა გახდეს გუნდები,გასხვისდეს უნდა ფოთიც ქუთაისიც,ყველა გუნდი,სახელმწიფო ფული უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში,არ უნდა ფინანსდებოდეს გუნდები ბიუჯეტიდან,კორუფციის წყაროა,ალბათ აწყობთ თუ არ აწყობთ მაშინ შეცვალონ მიდგომა,მოედნები უბრალო კონსტრუქციით მაგრამ კარგი მინდორით,წარმატებები ბათუმის დინამოს და ყველა ქართულ გუნდს.
გოჩა
02:31 14-10-2019
1

სიახლეები პოპულარული