ბათუმის "დინამომ" სანაკრებო პაუზით ისარგებლა, თურქეთში გაემგზავრა და სუპერლიგის "რიზესპორს" ამხანაგურ მატჩში შეხვდა.
მე-7 წუთზე ბათუმელები გუნდის ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონიმ დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე რიზელთა სლოვენიელმა ლეგიონერმა ამედეი ვეტრიჰმა საპასუხო გოლი გაიტანა და მატჩი 1:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, ბათუმის "დინამო" 62 ქულით ეროვნული ლიგის ლიდერია. ამდენივე ქულა აქვს თბილისის "დინამოს", თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო პირველ ადგილზე აჭარული კლუბია.