ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "ლოკომოტივმა" "დინამოს" 16 მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ოქტომბერს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის ეროვნული ლიგის XXXI ტურის მატჩი გაიმართა.

შეხვედრის პირველი ტაიმი დაბალ ტემპში წარიმართა, გუნდებს ნაკლებად ჰქონდათ საგოლე მომენტები და მატჩის მიმდინარეობა საკმაოდ ერთფეროვანი იყო.

მეორე ტაიმში უპირატესობა "ლოკომოტივმა" მოიპოვა, რომელმაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ხოლო მატჩის მიწურულს, 94-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კირკიტაძემ დავით ჯიქიას პასით "დინამოს" გოლი გაუტანა და რკინიგზელებს გამარჯვება მოუპოვა.

ამ მარცხით "დინამოს" 16 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონატში დასრულდა, ამავდროულად თუ 20 ოქტომბერს ბათუმის "დინამო" "დილას" დაამარცხებს, საჩემპიონო ბრძოლაში
სამი ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება რკინიგზელებს მათ ამ გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზე აინაცვლეს და მეხუთე ადგილოსან "ტორპედოსთან" სამ ქულიანი სხვაობა აქვთ.


თბილისი. დინამო არენა.
თბილისის "დინამო" - თბილისის "ლოკომოტივი" 0:1

დინამო. 4-2-3-1: ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ზარია (ლევან მჭედლიძე 74'), კვამე კარიკარი, არფანგ დაფე (გიორგი კუხიანიძე 61'), გიორგი პაპავა, ლევან კუტალია, ნოდარ იაშვილი, ოლეკსანდრ კაპლიენკო (გუჯა რუხაია 61'), ნიკა ნინუა.

მთავარი მწვრთნელი - ფელის ვისენტე

ლოკომოტივი. 4-2-3-1: დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, დავით სამურკასოვი (თორნიკე კირკიტაძე 76'), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, დათო კირკიტაძე (დავით ჯიქია 91'), ირაკლი კომახიძე, ირაკლი სიხარულიძე (შოთა შეყილაძე 95'), გიორგი გაბაძე, დავით უბილავა.

მთავარი მწვრთნელი - ლევან კორღალიძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
oxoxo mokled es lokomotivi ra magari gundia, chempionebis risxvaa ra, vis atkuebt bijo, ragaca akvt pederacias chapikrebuli, ra dinamom lokos ver mougo, ra moilaparaket kaci ver mixvdeba, ise ra ginda cin miicevs kartuli pegburti, amasac tu pegburti kvia da machin pegburts raga davarkvat bangladechze dabali donea ukve
KUTAISELI
08:52 21-10-2019
1
საბურთალო წელსაც ჩემპიონი გახდება!!!
ნიკა
11:37 20-10-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული