"აინტრახტის" პირობები "ტორპედოს" გამოსყიდვასთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.

გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:

1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ტორპედო ისეთ დღეშია ახლა, მეხუთე პუნქტად მრავალჟამიეროს სიმღერა რომ მოთხოვენ ფეხბურთელებს ვარჯიშის შემდეგ მაგაზეც უნდა დათანხმდნენ.
დიდგორელი!
20:20 30-10-2019
1
ამ წინადადებაზე თუ უარს ეტყვიან, არ ყოფილან ნორმალურები მერიაში. გერმანელი ინვესტორი არ სჯობს ამ ჩაჩავებს და ვიღაც ნაძირალა აფერისტებს? იმ ბაზასაც უკეთ მიხედავენ, სტადიონსაც და კიდევ აქაურ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლოა გზა გაეხსნათ ბუნდესლიგისკენ. ნეტა ყველა ქართულ გუნდში გერმანული მენეჯმენტი იყოს, აბა ქართული მენეჯმენტი სამწუხაროდ მომხვეჭელობასთან, კორუფციასა და ყოველგვარ უნამუსობასთან ასოცირდება...
ლევანი
21:26 30-10-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული