ყველასათვის ცნობილია, თუ რა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება ქუთაისის "ტორპედო", რომლის მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ კლუბის შეძენა გერმანელ ინვესტორებს სურთ.
გუნდის გულშემატკივართა კლუბმა "ჩვენ ვართ ტორპედომ" დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანულ მხარეს ფრანკფურტის "აინტრახტის" აქციონერები წარმოადგენენ და მათი პირობები კლუბის გამოსასყიდად ქალაქის მერიისადმი შემდგომში მდგომარეობს:
1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
აღზრდილებიც მოირგებენ.
1️. სტადიონი გადავა მათ საკუთრებაში.
2️. საფეხბურთო ბაზა გადავა მათ საკუთრებაში.
3️. "ტორპედოს" აღება მიმიმუმ 20-წლიანი იჯარით.
4️. ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის "აინტრახტის" აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის
ამის საპირწონედ მაშინ უნდა დაიდოს უაქცეპტო ხელშეკრულება კლუბის იჯარაზე იმ პირობით რომ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელების 75% იქნებიან ქართველები, რომ დაწესებული იქნება მინიმალური ხელფასის ოდენობა და რამდენ ადამიანს დაასაქმებენ საერთო ჯამში. უნდა აიღონ ვალდებულება კლუბის ყოველწლიური მინიმალური ბიუჯეტის ოდენობაზე. ხოლო იჯარის პირობებიდან ვადაზე ადრე გასვლის შემთხვევაში მიღებული აქტივების ფასის ორმაგის ოდენობის ფულად გადახდა, რადგან როგორც წესი საკუთრების დაბრუნება არ ხდება ევროკანონმდებლობით,არის მხოლოდ კომპენსაცია.
1/2) სტადიონი და ბაზა გადავა მათ საკუთრებაში (უფასოდ ხომ)? 3. ტორპედო ოცი წლით იჯარით ხომ (რამდენს იხდიან?)? ამასობაში 4) თავიანთ ახალგაზრდებს ათამაშებენ ხომ?. (აი მერე ქუთაისელ ახალგაზრდებს რაა?).
ხვალ რო თავი გაკოტრებულად გამოაცხადონ, ან კიდევ "წყობა" არ გივარგათ, ამიტომ მივდივართ და ყველაფერს ვყიდითო, ხოლო იჯარა ვიღაც ჭიჭი მიჭის გადასცენ, მაშინ რას იბლატავებთ? ევროპა არ ვარგაო? კი მაგრამ ეგ ტიპი მგონი ყაზახია, ჰოდა რატო უნდა გვაყლაპოს.
მოძებნეთ ნორმალური, ასეთ საქმეში გამოცდილების მქონე იურისტები (და არა აფერისტები), შეაფასეთ რისკები, ცუდი ვარიანტები და ამის მერე შეთანხმდით. ამას დიდი დიდი 1 თვე დაჭირდეს, 2 იყოს. შემდეგი სეზონი მარტში იწყება. 30 წელია ამ ნაგავში ვართ და ახლა გინდათ ჩქარა-ჩქარა???
პ.ს. გიორგი მაინც ვერ გაიგებს, ხოლო თუ სხვა კითხულობს, წარმოიდგინეთ ქალაქის მერი ხარ ამ სიტუაციაში. თუ სასწრაფოდ გადასცემ, ქულებს დაიწერ, მომავალი წლის არჩევნებში იბლატავებ, გიორგისნაირები ხმას მოგცემენ. ხოლო თუ დაფიქრდები, აწონ დაწონი და შეჯერებულ გადაწყვეტილებას მიიღებ, მაშინ ქართული ფეხბურთის მომავალი მოიგებს. ისევ ქუთაისის ფეხბურთი მოიგებს. აბა რა იმათი წინადადება-წინადადებაა თუ ულტიმატუმი. ანუ რაღაცაზე კიდევ წამოვლენ ხოლო რაღაც უნდა მოთხოვო, მაგალითად სტადიონის არ დანგრევა.
ხოლო სტადიონი და სავარჯიშო ბაზა მათი საკუთრებაში დარჩება. მერე უნდა გამოისყიდო, თუ დაბრუნება მოგინდა, მათ ხომ ინვესიცია ექნებათ ჩადებული რემონტში, მოვლა პატრონობაში.
რა გაეწყობა, ეხლა სხვა ვითარებაა. 20 წელი მალე გაივლის, უნდა დავთანხმდეთ. მე არ ვარ ქუთაისელი, მაგრამ დასავლეთელი ვარ და ვგულშემატკივრობ.