ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "სიონმა" გაიმარჯვა და ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მატჩში "რუსთავს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

24-ე წუთზე ანგარიში ბექა გვარაძემ გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე გვარაძემ უკვე დუბლი გაიფორმა.

სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება პირველი ტაიმის ბოლოში ბექა ქავთარაძის ზუსტად შესრულებული პენალტით შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ 92-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა პენალტი ვერ გაიტა, არადა "სიონი" სხვაობას ორამდე გაზრდიდა.

ამ გამარჯვებით "სიონს" 38 ქულა გაუხდა და მე-7 ადგილზე მყოფ გორის "დილას" გაუთანაბრდა, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს.

"რუსთავს" კი 37 ქულა აქვს და მე-9
ადგილზეა.

ბოლნისი. თამაზ სტეფანია
სიონი-რუსთვი 2:1
გოლები: 1:0, 2:0 ბექა გვარაძე (24, 37), 2:1 ბექა ქავთარაძე (პენ. 45+4)

სიონი. 3-5-2: ოთო გოშაძე, გულვერდ თომაშვილი, ლაშა უგრეხელიძე, თორნიკე თარხნიშვილი, ლევან ხმალაძე, ჯაბა უგულავა, დავით თარგამაძე, ნიკოლოზ აფაქიძე, ანზორ სუხიაშვილი, ბექა გვარაძე, გიორგი ივანიშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

რუსთავი. 4-3-1-2: გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გიორგი ლაცაბიძე, ლუკა ნოზაძე, ლუკა სილაგაძე, ავთანდილ გუჯაბიძე, ბექა ქავთარაძე, დათა სიჭინავა, ლაშა ქოჩლაძე, ლუკა იმნაძე, გეორგი ბუგულოვი

მთ. მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული