1.5 მილიონის ინვესტიცია ბათუმის "დინამოში" - აჭარულმა კლუბმა უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

დღეს, 12 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსა" და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსტრაქშენს" შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი მემორანდუმი გაფორმდა.

უახლოეს მომავალში კომპანია კლუბში, დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო სასპონსორო შეთანხმებაა.

კლუბი ჩართული იქნება "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" ახალი პროექტის, "7 Heaven Residence"-ის მარკეტინგულ კამპანიაში.

ანგისას სპორტულ ბაზაზე დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და სამშენებლო კომპანია "ეიჩ გრუპ ქონსთრაქშენის" დირექტორმა მაგამედ ჩაბიევმა მოაწერეს.

მომზადებულია facebook.com/DinamoBatumi1923-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა ცუდად აქვს საქმე ქართულ ფეხბურთს,1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია რო გვემაყება
ბათუმელი
19:07 12-11-2019
12
მშვენიერია რაც უფრო მეტი თანხა ჩაიდება ქართულ ფეხბურთში მით უკეთესი, ვინც უნდა იყოს სპონსორი მნიშვნელობა არა აქვს. წარმატება ბათუმს.
G.LA
18:42 12-11-2019
0

სიახლეები პოპულარული