ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონი ბოლო ტურში გამოვლინდება, "ტორპედომ" კი ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლოს წინა,  35-ე ტურის შეხვედრები და ჩემპიონატმა ინტრიგა ბოლო ტურამდე შეინარჩუნა.

ბათუმში ადგილობრივმა "დინამომ" "რუსთავი" მიიღო და 2:1 დაამარცხა მეტოქე. ბათუმელთა მხრიდან თავი ფლამარიონმა და გაგოშიძემ გამოიჩნეს, სტუმრების მაისურით გოლი სილაგაძემ გაიტანა.


გორში "დილამ" ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და 1:2 დამარცხდა. ანგარიში ლუკა რაზმაძის ავტოგოლით გაიხსნა, ქავთარაძემ დინამოელთა მხრიდან მეორე გოლი გაიტანა. გორელთა თავდამსხმელმა კოვტალიუკმა 94-ე წუთზე შეძლო ანგარიშის შემცირება, თუმცა მეტი "დილას" ფეხბურთელებმა ვეღარ
მოასწრეს.


საჩხერის "ჩიხურამ" ივანწმინდაში თბილისის "საბურთალო" მიიღო და 1:3 დამარცხდა. ანგარიში გორგიაშვილმა გახსნა მე-17 წუთზე და სტუმრები დააწინაურა. 67- წუთზე კი , თორნიკე მუმლაძემ გაათანაბრა. თუმცა, დარჩენილ დროში სტუმრებმა კიდევ 2 გოლი გაიტანეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. თავი კოხრეიძემ და ტაბატაძემ გამოიჩინეს.


ქუთაისის "ტორპედომ" ბოლო ტურის წინ ეროვნულ ლიგაში დარჩენა ოფიციალურად გაიფორმა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა უკვე გავარდნილ "ვიტ ჯორჯიას" 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. "ტორპედოდან" თავი ციცქიშვილმა და კაპანაძემ გამოიჩინეს.


ტურის ბოლო მატჩში ბოლნისში გაიამართა. "სიონმა" "ლოკომოტივი" მიიღო და 1:2 დამარცხდა. პირველ ნახევარში თბილისელთა მხრიდან გოლები უბილავამ და სიხარულიძემ გაიტანეს. ბოლნისელებმა მეორე ტაიმში გვარაძის გოლით შეამცირეს სხვოაბა, თუმცა "ლოკომოტივმა" მაინც მოიგო.


ბოლო ტურის წინ თბილისის "დინამოს" 72 ქულა აქვს, ხოლო ბათუმის "დინამოს" 70. თბილისელებს ჩემპიონობის მოსაპოვებლად ეროვნული ლიგიდან გავარდნილ "ვიტ-ჯორჯიასთან" მხოლოდ გამარჯვება აძლევთ ხელს.

თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ბოლნისის "სიონი" და "რუსთავი" კი "პლეი აუტის" შეხვედრებში ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დუდუ ხარ თუ ვიღაცა, ან ბრმა ხარ ან ბოღმა ხარ.3000 კაცი დადის ბათუმში სტადიონზეო და ნამუსი არ გაქვს მაგას რო ამბობ? 6-7 ათასიც კი დადის,მაგრამ შენისთანებს არ უნდა ამის დანახვა.თუნდაც 3 ათასი რომ დადიოდეს ცოტაა?თბილისის დინამოს მატჩებზე მთელი წლის განმავლობაში რომ შეკრიბო დამსწრებთა რაოდენობა,ბათუმის ერთ თამაშსაც ვერ აღემატება.ცოტაც დარჩა და სტადიონი რომ გაიხსნება დასწრება მერე ნახეთ,მაშინ ხომ საერთოდ დაგახრჩობთ ბოღმა შენ და შენისთანებს.ასე იცით შენისთანებმა გულშემატკივრობა.ვაი თქვენ! ის რომ ბათუმმა მხოლოდ მის თავს უნდა დააბრალოს რომ ბოლოში გასული კარგავს ჩემპიონობას,ეს მართალია.
ადმინ,დედას გაფიცებ არ დამიბლოკო.
სიმართლე
25 ნოემბერი 2019 13:29
0
მოლოვის კომენტარი დაგილაიქე ჯორდან. შემდეგი კომენტარი გამიკვირდა ნამდვილად... ანდაზის არ იყოს ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს...,, კარგია, როცა არ მოგწონს დედის გინება სტადიონზე, ამაში გეთანხმები შენც და დუდუსაც მაგრამ აგერ კომენტარში ლამის იგივეს აკეთებ... ანუ სტადიონზე ტეხავს?
ბათუმი
25 ნოემბერი 2019 01:14
2
ვეთანხმები დუდს,და სხვებს ბათუმთან დაკავშირებით აბსოლიტურად ყველაფერში! ასეთი უწმაწური სიტყვებით გულშემატკივრობა ერთხელ მოსკოვში ვნახე სპარტაკის თამაშზე და მეორე ბათუმში.მანამდე სუ სხვა წარმოდგენა მქონდა.არსად არ მინახია ბათუმელებო ასე აგინებდნენ ადამიანს დედას,შეუძლებელი იყო იქ ცოლშვილით ყოფნა და ოც წუთში დავტოვე ის თქვენი სანაქებო ბუმი და „დავაი იდი გულიაი,დასვიდანია“... დინამო მე ერთი ვიცი!სუ კარგად!
აბა ერთი კარგად უნდა დაგთვალოთ „ბებერ კლდიდან გადმომფრენები“ რამდენი ხართ?
Jordan Beli
24 ნოემბერი 2019 21:59
3
Иди на батумши ро гулшематкивроба да фехбуртис сикварулиа тбилисис гундебс арс кидаесизмребат тумса тквен рам унда гагаквирвот тбилисши хом саертод ар есзреба аравин да вин шеигигебс мирчевниа стадионзе халхи икос да шеигинос да ара исе ро аравин есзребодес шегисит тбилисс
Tetra
25 ნოემბერი 2019 00:22
12
ტვინსა ტ . . . ვ!!!!
jordan
25 ნოემბერი 2019 00:12
0
ყველა გამოხმაურება
ბათუმის ფანების საყურადრებოდ. ოცნებას კაცი არ მოუკლავს.იოცნებეთ რომ ვიტ ჯორჯია ქულას წაართმევს დინამოს.მეტი მაინც არაფელი არ დაგრჩათ
dato
24 ნოემბერი 2019 20:22
14





გეთანხმები დუდუ,მეც შევიარე ამ ზაფხულს ბათუმის დინამოს თამაშზე საბურთალოსთან ბათუმში და გაოცებული დავრჩი,სათამაშო მოედნის გარშემო შეკრებილი 2000ათასამდე მაყურებელი მთელი თამაშის მანძილზე აგინედა ფეხბურთელებს, მსაჯებს, ფედერაციას დედმამას, ცოლშვილს, გვარსდა ჯილაგს თუ ამას ეძახით ფეხბურთის ბუმს არ ვიცი.
me
24 ნოემბერი 2019 20:12
8
გამიხარდა ძალიან და ულოცავ „დინამოს“ ჩემპიონობას(უკვე ეჭვი არავის ეპარება დინამოს ჩემპიონობაში)!ულოცავ დინამოს გულშემატკივრებს,ჩვენ დავიმსახურეთ ჩემპიონობა! „დინამო“ ერთია მხოლოდ მსოფლიოში და ის სულ ჩემპიონია!
ასევე ულოცავ ბათუმს მეორე ადგილს,მათაც დაიმსახურეს ვერცხლის მედლები!
გული მტკივა მართლა ტორპედოს გამო!
გენაცვალე ჩხეტიანო გულში,მაგარი კაცი ხარ! კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისათვის და განსაკუთრებული მადლობა შენ ყაზახეთში პრესკომფერენციაზე ნათქვამი სიტყვებისთვის! მადლობა ტორპედოს ფეხბურთელებს!
ულოცავ ღვინიაშვილს გამარჯვებას,ბექა ოლიმპიური ოქრო გვინდა იცოდეეე...
წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს!!!
Jordan Beli
24 ნოემბერი 2019 19:32
2
ულოცავ?? ვულოცავ უნდა გეთქვა ალბათ თორე მგონია სხვას ეუბნები თუ რა ქნას ;დდ
ზუზუ
24 ნოემბერი 2019 23:40
1
აი მაგ ფორმალურად ქცეულ ტურში რომ ამოგდებთ ვიტ ჯორჯია მერე ულოცეთ ერთმანეთს,ჩვენც მასე წინასწარ ჩავიწერეთ ვეტერინარებთან 3 ქულა...
ბათუმის ფანი
24 ნოემბერი 2019 18:49
13
ბოლო ტური ფორმალობაა.ვულოცავ დინამოს ჩემპიონობას.ეხლა დაიწყებენ ბათუმელები წუწუნს და ტირილს მსაჯმა დაგვაკარგვინა ჩემპიონობაო მაგრამ ცივი წყალი დალიონ.გადახედონ ბოლო ტურის თამაშებს და მიზეზი სხვაგან კი არა საკუთარ თავში ეძებონ.2 ადგილიც ზედმეტია მათთვის.რაღაც გაიფაფხურეს და თავში აუვარდათ პრეზიდენტიდან დაწყებული დამლაგებლთ დამთავრებული.3000 კაცი დადის სტადიონზე და გადაგვჭამეს თავი ბუმი ბუმის ძახილით.გთხოვთ არ დაბლოკოთ(ანდა რატომ?)
დუდუ
24 ნოემბერი 2019 16:44
47
მე მგონი რომ გულით არ წერ ამ უაზრობას, ის რომ ბათუმში ბუმია ამას არ უნდა ორი აზრი ფეხზე დგანან მთელი მატჩის დროს თითქმის ხალხი და როგორ ზეიმობენ მერე? სად ხდება ეგრე საბურთალოს მატჩზე? ლოკომოტივის?, თუ დინამოს თამაშზე? ფეხბურთის სიყვარულმა ამოიყვანა ეს გუნდი ეროვნულში და მართლაც რა ცოტა აკლდება ჩემპიონობამდე. მჯერა რომ თასებზეც გვასახელებენ.
გიორგი 777
28 ნოემბერი 2019 21:33
0
არასწორი მსჯელობაა,რბილად რომ ვთქვათ ვერ მოგიწონებ კომენტარს,პროვოკაციაა.
ჭუმიკა
28 ნოემბერი 2019 15:41
0
ყველა გამოხმაურება
ყველაზე საუკეთესო ფეხბურთს საბურთალო თამაშობს,თასის ფინალში კი უსუსურ გუნდს ლოკომოტივს თავის ადგილს მიუჩენენ
kako
24 ნოემბერი 2019 16:42
26
ეგ რომელია, არარატ-არმენიასთან რომ ივაჟკაცა?
J
24 ნოემბერი 2019 17:38
1
რა გახდა,რომ ცხრილის სახით,რომ გვაჩვენოთ ხოლმე სატურნირო მდგომარეობა.უბრალოდ copy paste არის საჭირო და ძალიან ბევრი კმაყოფილი მკითხველიც გეყოლებათ
ცხრილი
24 ნოემბერი 2019 16:34
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული