იტალიელები და უკრაინელები... ჩვენ არჩევანის საშუალება არ გვაქვს - "ტორპედოს" ამბები თეიმურაზ ჩეჩელაშვილისგან

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დარჩენა გაინაღდა, თუმცა რა სიტუაციაა სპონსორებთან დაკავშირებით, ამის გასარკვევად კლუბის დროებით მმართველს, თეიმურაზ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით.

- უკვე ოფიციალურად გაირკვა, რომ "ტორპედო" ეროვნული ლიგის პლეი-აუტში არ მოხვდება. რაიმე ცვლილება ხომ არ არის სპონსორებთან დაკავშირებით?
- ყველა ელოდებოდა "ვიტ ჯორჯიასთან" თამაშს და აინტერესებდათ, დარჩებოდა თუ არა "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში. ახლა, როცა ეს გაირკვა, დღეიდან იტალიელებთან და უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე ხელახლა დაიწყება. იყო საუბარი ქალაქის მერთან, მალე შეხვედრა გაიმართება ფედერაციაში. ამის შემდეგ გააქტიურდება ყველაფერი. დროც აღარ არის, პირველში ბოლო ტურია
და შემდეგ ლიცენზიის მოსაპოვებლად ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს.

- ანუ საბოლოოდ იტალიელები და უკრაინელები დარჩნენ?
- დიახ, ეგრეა. გერმანელები აღარ ჩანან ბოლო რამდენიმე ხანია. ვნახავთ, რა იქნება.

- უშუალოდ უკრაინული ბიზნესჯგუფი რას წარმოადგენს? ფეხბურთია მათი საქმიანობის სფერო თუ სხვა ბიზნესი აქვთ?
- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფეხბურთი მათი ძირითადი საქმიანობის სფერო არ არის, თუმცა საქმეში გარკვეულები არიან. ჯგუფში ჩართულია ერთი ქართველი, ქუთაისელი კაცი ავთანდილ ჭარხალაშვილი. ეს არის ფეხბურთის ძველი მოყვარული, ადრე სამოყვარულო გუნდშიც აქვს ნათამაშები. 68-69 წლის არის ეს კაცი ახლა, ფეხბურთზეა შეყვარებული და თავისი მეგობრები არიან უკრაინიდან.

- თქვენი გადმოსახედიდან, რომელი შემოთავაზებაა უფრო რეალური და რომელი იქნება უკეთესი კლუბისთვის?
- უკეთესს ვერ გეტყვით, მე მაგათი ფინანსური შესაძლებლობები არ ვიცი. უკეთესი, რა თქმა უნდა, ის არის, რომელსაც მეტი ფინანსური საშუალება აქვს და ფეხბურთი უყვარს. რომელიც უნდა იყოს, ამ წუთში ჩვენ არჩევანის საშუალებაც არ გვაქვს. ჩვენთვის ახლა მთავარია, ვინმე გამოჩნდეს, რომელიც გუნდს დააკომპლექტებს და მიიღებს ახალ გუნდს.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში გუნდს დაემატნენ, ყველას ხელშეკრულებას ვადა 10 დეკემბერს გასდის. ფაქტობრივად, გუნდი დაიშლება ისევ და ხელახლა იქნება შესაქმნელი. ვის გაუგრძელდება კონტრაქტი და ვინ დარჩება, ეს მომავალი სპონსორის და მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არავითარი ფინანსების ნაკლებობა არ არის პრობლემა, მითუმეტეს ტორპედოსთვის.. ისინი თვითონ ქმნიან ფინანსურ პრობლემებს... არ იციან გუნდის მართვა, მარტო ფულის ჯიბეში ჩადებაზე ფიქრობენ და არა გუნდზე... ყოველთვის ქუთაისის მოედანი გადაჭედილი იყო და იქნება... ამას ემატება ფედერაციის დახმარება.. თუ სწორად დახარჯავენ არავითარი ფინანსური პრობლემა არ ექნებათ.. ერთადერთი პრობლემა ეს არის აღებული ვალები, რომლებიც ასევე არასწორი მართვის გამო არასწორად დაიხარჯა თავის დროზე.. გამოსავალი არის წესიერი ხალხის მიყვანა გუნდში, ვინც თავისი საქმე იცის და არა უაზრო ინვესტორი რომელიც მე 5-ჯერ გააღატაკებს გუნდს!!!!
zura
13:15 28-11-2019
0
არსებობა კიარუნდა გააგრძელოს მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს, არსებობისთვის მყოფი გუნდების მეტი რაარის ჩვენ ჩემპიონატში, ტორპედო იმ სახელის და იმ ტრადიციების გუნდია , რომ მხოლოდ ცემპიონობა და დიდი ამბიციები უნდა გააგააჩნდეს, ასე რომ კეთილი ინებეთ და გუნდი ახალ სიმაღლეებზე აიყავნეთ არავითარი არსებობისთვის ბრძოლა, არსებობით გულშემატკივარიც აკრიფავს ფულს და არსებობას მაინც მოახერხებს, გნდი დაამსგავსეთ გუნდ და ნუ მიაკარებთ ისეთ ხალხ ვისაც ფეხბურთი და ქუთაისი არ უყვარს.
კოტე
17:27 27-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული