თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის გამარჯვებული თბილისის "დინამო" გახდა და ქვეყნის ჩემპიონობა მეჩვიდმეტედ მოიპოვა.

თბილისელებმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში "ვიტ-ჯორჯიას" ლევან კუტალიასა და არფან დაფეს გატანილი გოლებით 2:0 მოუგეს, ხოლო ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 1:2. თბილისის "დინამომ" 75 ქულა დააგროვა, ხოლო ბათუმის "დინამომ" - 71 და მეორე ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი დინამოელი ლევან კუტალია გახდა 20 გატანილი გოლით, მეორე ადგილზე კი ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონი გავიდა
17 გოლით.

თბილისის "ლოკომოტივმა" მე-4 პოზიცია დაიკავა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, რადგან თასის ფინალში "საბურთალოს" ეთამაშება, რომელიც მე-3 ადგილზე გავიდა.

თბილისის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებულია

მკითხველის კომენტარები / 33 /
სამწუხაროა, როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ ანალიზის უნარი, დინამოს ჩემპიონობა არავის შეშურებია, ღმერთმა ქნას ევროტურნირებზე წარმატებას მიახწიოს, მაგრამ წლებია უკვე ფულის კეთების მანქანად გადაიქცა და სპორტმა მეორე პლანზე გადაიწია. მიპასუხეთ რაც ფიფიას დინამო ყავს რა მიღწევები ჰქონდა?? საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩიხურასთან მსაჯებმა ბათუმი გაწირესიმისათვის რომ დინამოსთვის მიეცათ ჰანდიკაპი. ფაქტია ქართულ ფეხბურთს პატრონი არ ყავს და მილიონები ჩვენი ჯიბიდან იხარჯება, ჭამს ადამიანები რომლებიც არაპროფესინალები არიან და სფფში შეყრილები არიან. რეალობა ესაა!!!!
გიორგი
01 დეკემბერი 2019 23:14
6
გუნდი ჩემპიონი ხდება და საჩემპიონო მატჩს 1,5 მილიონიან ქალაქში 1000 მდე კაციც არ ესწრება.ვის ჭირდება და რაში ჭირდება ასეთი ჩემპიონობა,ჩემპიონობა და წარმატება უპირველეს ყოვლისა გულშემატკივარს ეძღვნება რომელიც უბრალოდ არ ყავს დღევანდელ დინამოს (ბოდიშს ვიხდი იმ მცირე ჯგუფის მიმართ რომლებიც მხურვალედ ქომაგობენ ყოველთვის გუნდს).
უცნობი ძია
01 დეკემბერი 2019 23:01
5
გასაგებია რომ გული წყდებათ ბათუმის გულშემატკივრებს, მაგრამ ბოლო 5 თამაშიდან 1 რომ მოიგო გუნდმა, ეგ დინამოს ბრალია? მოსაგები მოეგო? თუ მოაგებინეს დინამოს ძალით, მოიყვანეთ მაგალითი. კი, ბატონო! საერთოდ არ ვუყურებ ფეხბურთს, აღარ იყურება ბოლო 20-25 წელია და იმიტომ, მაგრამ მოვკარი თვალი ბოლო პერიოდში ბათუმში საფეხბურთო ბუმს და დავინტერესდი. ვგულშემატკივრობდი კიდეც, რადგან ჩემთვის ყველა ქართული ჩემია.მაგრამ ... რა , ვიცი
rezo
01 დეკემბერი 2019 22:41
1
რომ დაგვეტაკე შე კაი კაცო ბათუმელებს სად დაინახე ჩვენი კომენტარები?)
ბათუმის ფანი
01 დეკემბერი 2019 23:46
2
არ ვარ ბათუმის გულშემატკივარი, ჩიხურასთან წააგებინა მსაჯმა და ფიფიას გავლენაა ბუნებრივია. დილას გულშემატკივარი ვარ. უბრალოდ მაფიააა რამდენიმე ადამიანის ქართულ ფეხბურთში.
გიორგი
01 დეკემბერი 2019 23:06
9
სამწუხარო ფაქტი იყო ტორპედოში არსებული პრობლემები, რის გამოც გუნდი ძალიან დაზიანდა, მაგრამ ტორპედო დაშალა მისი მენეჯმენტის გაუმაძღრობამ! მენეჯმენტი რამდენადაც ვიცი ადგილობრივი იყო! სხვასთან რატომ გაქვთ ამაზე პრეტენზიები?!
ფერნანდო
01 დეკემბერი 2019 22:40
2
რას არ დაგაწერინებს შური კაცს,გაოცდები. მე ვფიქრობ ღირსება არც წაგებულმა უნდა დაგარკო და იმდენი უნდა შეგეძლოს მიულოცო გამარჯვებულს-ვჭიდაობდი და ვიცი რასაც ვამბობ.ძნელია როცა მარცხდები,მაგრამ კიდევ ვიმეორებ ღირსება დამარცხებულმაც არ უნდა დაკარგო.დააკვირდით ბექა ღვინიაშვილს,ლიპოს დამარცხებულებიც ისეთივე ღირსეულები არიან როგორიც გამარჯვებულები.თქვენ კი ერთხელ ცხოვრებაში მიუახლოვდით გამარჯვებას და რას დაემგვანეთ,არ გრცხვენიათ? ტორპედო დაშალეთო...კი ბატონო დავშალეთ,მაგრამ ვინ დავშალეთ ინიციალები მაინც დაწერეთ...25 კაციო...გუნდს ლივერპული ყავს დამარცხებული და თქვენისთანა მაწაკებთან გამარჯვება მეტს უნდა უხაროდეს?
Jordan Beli
01 დეკემბერი 2019 22:12
6
შე მართლაა მაწაკო, შენ!!!!!
???
01 დეკემბერი 2019 23:37
8
შენ და ფეხბურთი ისეთი შეუსაბამო ხარ როგორც მზე და ყინვა ერთმანეთიათვის ჯობია ჭიდაობისთვის დაქეთმო მთლიანად შენი ცოდნა მასე ბუქარესტის სტიაუას ჩემპიონთა თასი აქვს ანაღები 1986 წელს მარა დღეს სადაა მერე რა იმ ლივერპულსაც რეგიონებიდან იძულებით წაყვანილი კამანდით უგებდა უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოიყვანეს ხალხმა და ფაქტია გუნდის საჩემპიონო ტრიუმფს უფრო მეტი სტიუარდი ადევნებდა თვალს ვიდრე დამსწრე მაყურებელი იყო "ფლაგმანის" საგულშემატკივროდ მისული
Speyes
01 დეკემბერი 2019 23:06
7
სირცვილია მართლა 1,5 მილიონიან ქალაქში 100 ესწრება საჩემპიონო თამაშს,ახლობლები მაინც არყავთ ამ ფეხბურთელებს თამაშზე რო მიიყვანონ ნუ თბილისელებს რო არ აინტერესებს ფეხბურთი ფაქტია
დავითი
01 დეკემბერი 2019 22:09
10
ჩემო მეგობარო ეგ რასაც ლაპარაკობ ჩემპიონობასთან არაფერ შუაშია. ამიტომ მოდი სპორტზე ილაპარაკე და შეაფასე. საერთოდ ასეა, პატარა ქალაქებში უფრო მობილიზებულია გუშემატკივარი, რადგან შედარებით პატარა ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩემპიონატში უმეტესად თითო გუნდია წარმოდგენილი და ერთ მუშტად შეკვრა უფრო მარტივია. ზოგ რეგიონში ამის მეტი სანახაობაც კი არ გააჩნიათ და შაბათ-კვირას მთელი გილით ელიან. თან ამხელა სტადიონზე ამხელა სივრცეში ცოტა მაყურებელიც კი ძალიან ცოტად ჩანს. ფეხბურთზე სიარული ძალიან კარგია, ძალიან მომწონს თქვენებური გულშემატკივრობა და ასე გააგრძელეთ.
ანესთეზეოლოგი
01 დეკემბერი 2019 22:58
2
კომენტატორის კომენტარი იყო მაგარი,სულზე მოუსწრო დინამოს,ტორპედოს დაშლამო....პ.ს ტორპედოს გულშემატკივარი.
zuka
01 დეკემბერი 2019 20:27
4
ბიჭებს ვულოცავ, მაგრამ ფიფიას გუნდი გახადეს ჩემპიონი, ფაქტია და აღიარეთ.
გიორგი
01 დეკემბერი 2019 20:25
19
ცარიელ სტადიონზე აწეული თასი! ამას მხოლოდ თბილისური გუნდები თუ მოახერხებენ! ბათუმში და ქუთაისში იგინებიან სტადიონებზეო, ათასობით კაციდან ზოგი შეიგინება და ბევრი იმის მთქმელიცაა შემგინებელს რო ეუბნება ნუ იგინებიო! ხოო არ ვეთანხმები გინებას მაგრამ დღევანდელ 60000 სკამს მაინც ქუთაისის და ბათუმის შემართებულად და ერთგულად ქომაგობა მირჩევნია!
დინამოს ვუსურვებ ღირსეულ გამოსვლას ევროთასებზე!
ყოფილმა ტორპედოელებმა დაამტკიცეს რომ არა ტორპედოს დაშლა - დღეს თასს დიდი ალბათობით სხვა გუნდი აწევდა!
ბასკი
01 დეკემბერი 2019 19:59
10
ვულოცქვ თბ დინამოს 25-ვე ფანს ჩემპიონობას! ჩლ საკვალიფიკაციოზე ტალღების გაკეთება არ დაგავიწყდეთ.. ჰი ჰი ჰიი... :დ
ანტიფეხბურთელი
01 დეკემბერი 2019 19:25
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული