ბათუმის "დინამოს" სტადიონი პრემიერ-მინისტრმა მოინახულა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ახალი, მართლაც ლამაზი სტადიონი მალე ჩადგება მწყობრში.

6 დეკემბერს არენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოინახულეს.

სტადიონის დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ სტუმრებს შესრულებული სამუშაოების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა - დაიგო მინდვრის საფარი და სკამების მონტაჟი მიმდინარეობს.

მშენებლობის ტემპი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებს უსწრებს, ნაგებობა ექსპლუატაციაში მალე ჩადგება და ბათუმს უეფას მეოთხე კატეგორიის, 20-ათასიანი სტადიონი ექნება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბათუმელი ვარ და მიხარია,რომ კარგი სტადიონი გვექნება,შედარებით სხვა ქალაქებთან ბათუმი ვითარდება,იზრდება ქალაქი,მაგრამ სხვა ქალაქებში,რომ ხუთიათასიანი სტადიონები აშენდეს ხომ შეიძლება,ქუთაისში კარგი იქნება დიდი სტადიონი,შემდეგ ტურნირები ჩატარდება და წავალთ წინ.
გოჩა
10 დეკემბერი 2019 20:28
0
რამხელა აჟიოტაჟი და სიხარული გამოიწვია ამ სტადიონმა.ხომ შეიძლება 4-5ასეთი ლამაზი სტადიონის,ოღო ნდ ნაკლები ტევადობის აშენება სხვადასხვა რეგიონში.მართლაც გაახარებთ ხალხს.
კახა ქ.
10 დეკემბერი 2019 06:47
0
ძალიან კარგია, პირველად ვნახე თქვენი აშენებული 7 წლის მანძილზე (ალბათ ფეხბურთის ფედერაციამ ააშენა).
x.x
09 დეკემბერი 2019 20:47
0
ქუთაისსაც აჩუქეთ ასეთი ლამაზი სტადიონი, ძალიან გაგვიხარდება:)
paata
08 დეკემბერი 2019 19:19
0
მოხსენი გარე შეფუთვა მაგ სტადიონს და რაც დარჩება ტორპედოს სტადიონზე დიდად ლამაზი არ იქნება :) ტევადობა იქნება მხოლოდ მეტი 8000-ით....
artanuj
08 დეკემბერი 2019 21:18
4
სტადიონი კარგია,მაგარია,ახლა ერთი მაგარი საცურაო კომპლექსი და კარგი იქნება,პოლიტიკა კი ჩვენ უბრალო ხალხმა საარჩევნო ყუთთან გამოვხატოდ,საერთოდ პოლიტიკოსი და ასე შემდეგ,მოკლედ კარგად იყვნენ რა ყველა ერთიანად,ბათუმელი ვარ და მომწონს მაგრამ გაგრძელდეს უნდა,ქუთაისში კარგი იქნება დიდი ქალაქია,ხალხს უყვარს ფეხბურთი,მაგრამ ჯერ ტორპედოს გადარჩენაა საჭირო.
გოჩა
08 დეკემბერი 2019 03:05
0
მაგარი სტადიონი ექნება ჩემს ქალაქს და მთელ საქართველოს
irakli
07 დეკემბერი 2019 22:32
2
როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია, გახარია სუხარია.. #სირცხვილია
Georgian
07 დეკემბერი 2019 22:27
26
გახარიას უხარია! გახარია სუხარია!
სამართალი
07 დეკემბერი 2019 22:19
16

სიახლეები პოპულარული