"ტორპედოს" ქომაგები: სანამ ჩაჩავას დარი ხალხი კანონზე მაღლა იდგება, მთელი ქვეყანა ნეხვში იქნება

AutoSharing Option
"ტორპედოს"გულშემატკივართა კლუბი "ჩვენ ვართ ტორპედო" კვლავ აღშფოთებას გამოხატავს გუნდში არსებული სიტუაციის გამო.

"უკვე ბევრგან იწერება კახა ჩხეტიანის "საბურთალოში" წასვლაზე. ამ ეტაპზე ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა და ელოდება სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა დრო, ფაქტობრივად, აღარ დარჩა, სულ რამდენიმე დღე და თუ არაფერი შეიცვალა, ისიც წავა და სხვა ყველაც.

მართლა მაქსიმუმზე მეტი ჩადო ყველამ, ვინც აქამდე მოიყვანა ეს გუნდი, მაგრამ ალბათ, ყველა დაგვეთანხმებით, რომ არავის გვსურს ისეთი სეზონი, როგორიც გამოვიარეთ გაჭირვებასა და ტყუილებში. ამიტომ თუ არაფერი გამოსწორდა, ყველას წარმატებებს ვუსურებთ თავის გზაზე. სამწუხაროა,
რომ ამ ქვეყანაში ჩაჩავასნაირი ხალხი კანონსა და სამართალზე მაღლა დგას და სანამ ეს ასე იქნება, მხოლოდ ფეხბურთი კი არა, მთლიანად ქვეყანა იქნება ნეხვში", - წერს "ჩვენ ვართ ტორპედო" თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მაგარი სახე აქვს,ინდურ ფილმებში გაქაჩავდა ბოროტმოქმედის როლს)))
ბათუმის ფანი
10 დეკემბერი 2019 22:38
0
პირველივე დანახვაზე არ მომეწონა ეს კაცი რაღაცნაირი ძველი ბიჭის, მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არასანდო ტიპი ჩანდა და სამწუხაროდ გამართლდა ჩემი წინათგრძნობა.
საეჭვო პიროვნება
10 დეკემბერი 2019 21:41
1
რა როჟა აქ ტიპს პირდაპირ რეციდივისტის იერი აქ რა გუნდი დაშალა ამ ბოროტმოქმედმა და დააქცია და ამოაგდო ფეხბურთი ქუთაისში
Deanzaro
11 დეკემბერი 2019 00:20
0
ვინ ,,კრიშავს" ამ კაცს, რა გახდა ეგეთი?.. ნაციონალების ოფისის დარბევა და მიტინგები კი არა (სადაც კაცმა არ იცის სადაა სიმართლე და ნორმა და ძაან აბურდულია ყველაფერი) კონკრეტული კრიმინალი და დიდი უნამუსობა გაქვთ ცხვირწინ და ის გააპროტესტეთ უფრო ქმედითად
Irakli Apkhaidze
10 დეკემბერი 2019 22:49
2
ჩაჩავა ჩვეულებრივი პაიკია ტიპიური ქართველი "ბიზნესმენი" ვინ იდგა მაგის უკან ეგაა მთავარი. მაგიტომ არაფერი ეშველება ფეხბურთს და საქართველოს სანამ მაგისნაირი მენტალობის გაუნათლებელი ხალხი გვეყოლება ხაზს ვუსმევ გაუნათლებელი.
გიორგი
10 დეკემბერი 2019 23:18
2
ამ სუბიექტს როგორ მისცეს ამდენის უფლება გულშემატკივრებმა,მერიამ და ფედერაციამ?,ყველგან წამყვანი ადგილი უჭირავს გულშემატკივრებს და ამ ერთ არსებას ვერ მიხედეს,ისეთი სუპერ გუნდი როგორიცაა ტორპედო რომ მოსპო თითქმის
algeti
11 დეკემბერი 2019 00:52
2
ბრძენი ქომაგები ყოლია ტორპედოს.
გიორგი გორგაძე
10 დეკემბერი 2019 22:45
1
ესეც თქვენი 41
5
11 დეკემბერი 2019 09:35
8
და 41 რა შუაშია? მართლა მაინტერესებს
Irakli Apkhaidze
11 დეკემბერი 2019 12:24
8
თავიდან როგორი დაპირებით მოდიოდა მოვიდა სულ დააქცია გუნდიი
oto
11 დეკემბერი 2019 14:44
0
ა ბიჭო კაცი!
გაბო
11 დეკემბერი 2019 13:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული