სად ითამაშებს "თელავი", როდესაც "გივი ჩოხელი" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგას დებიუტანტი ჰყავს, პლეი-ოფში "რუსთავთან" ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ მომავალ სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში "თელავი" ითამაშებს.

მართალია, კლუბი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არსებობს საშიშროება იმისა, რომ კლუბს თბილისში თამაში მოუწიოს. სტადიონზე ხელოვნური საფარი არის დაგებული, ამავდროულად, ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.

ჩვენი ინფორმაციით,  შეიძლება "თელავმა" თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახალი რაგბის სტადიონზე ითამაშოს, რომელიც 2244 ადამიანს იტევს და ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი.

შედარების სახით გთავაზობთ საფეხბურთო სტადიონისა და რაგბის სტადიონის
ფოტოებს.

"გივი ჩოხელი"

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge


რაგბის სტადიონი

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
თბილისში არ გაბედოთ თამაში თორემ აქედან გაგყრით წიხლისკვით.ამასთანავე რაგბის სტადიონი არ დააზიანოთ. და ეცადეთ მალე აღადგინოთ ინფრასტრუქტურა.
დსსდ
13 დეკემბერი 2019 15:08
24
დააქვეითეთ მეორე ლიგაში თუ ბუნებრივ საფარიანი მოედანი არ ექნათ,მკაცრად უნდა მოითხოვოს ფედერაციამ
აჭარა
13 დეკემბერი 2019 14:58
17
დიდი ხანია ქობულეთის ჩელე არენაზე არ თამაშობთ?!ცოტა იაზროვნე რას წერ...ხალხმა იშრომა და გადავიდნენ უმაღლეს ლიგაში,ინფრსტრუქტურასაც მიეხედება,ჯერ-ჯერობით კი რაგბი არენის ალტერნატივით ვისარგებლებთ, 3 კილომეტრი არ იქნება ამ ორ სტადიონს შორის დაშორება და ორივე ქ.თელავშია....გამომივიდა პროფესორი....
კახეთი
13 დეკემბერი 2019 16:30
2
წაიკითხე სოსო გრიშიკაშვილის ინტერვიუ გაზეთი ლელოს დღევანდელ ნომერში და გაიგებ,კლუბმა ნოლიდან დაიწყო,ბევრი რამე გაკეთდა,უმაღლესშიც გადავედით და ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდება,ჯერ-ჯერობით კი რაგბი არენაზე ვითამაშებთ,2020-ში იწყება მშენებლობა...ამ ხალხმა ფეხბურთი დააბრუნეს ქალაქში და შურიანებმა მოკეტეთ...
ცნობისათვის
13 დეკემბერი 2019 13:38
1
ამხელა რეგიონში ერთი სტადიონი როგორ არ უნდა იყოს . ამდენი წლებია ეროვნულ ლიგაში კახეთის წარმომადგენელს არ უთამაშია და საცოდაობაა თბილისსში რო ჩაატარონ მატჩები .
ტოტტი
13 დეკემბერი 2019 13:20
0
სამწუხაროდ ჩოხელის სტადიონი ცუდ მდგომარეობაშია,მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება,2020-ში დაიწყება რეკონსტრუქცია,იმედია მალე დავბრუნდებით ჩოხელზე,მანდ სხვა მუხტი და ემოციაა,თელაველებს ფეხბურთი და იმედი დაგვიბრუნდა,ასე რომ მალე შევხვდებით განახლებულ ჩოხელზე
Telavi
13 დეკემბერი 2019 14:05
0
ბიუჯეტიდან რო აპინანსებებ ამ პულს რას უსჰვებიან კრასკა მაინც იყიდონ გადაXებონ სკამები მაინც დააყენონ
oto
13 დეკემბერი 2019 12:53
18

სიახლეები პოპულარული