პროექტი ძალიან სერიოზულია - "თელავი" ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს

AutoSharing Option
"თელავის" პრეს-სამსახური "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვარცელებს, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრობს და განმარტავს სად გამართავს გუნდი მატჩებს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში.

გთავაზობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, ეს გახლავთ გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის პროექტი, რომელიც დამტკიცებულ-შეთანხმებულია და სკ "თელავის" ხელმძღვანელობაც აქტიურად თანამშრომლობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან რომ, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა

ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება და საფეხბურთო კლუბ "თელავის" სპორტული დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის თქმით, 2020 წელს თელავის მთავარი პრიორიტეტი
სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.

სოსო გრიშიკაშვილი: "წესით, მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში - ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს".

ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და ისეთი კომფორტი, უეფას მაქსიმალური კატეგორია რომ მიიღოს.

ამასთანავე, აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები, რომ გუნდი დაბინავდეს და კარგ პირობებში მოემმზადოს.

გეტყვით იმასაც, რომ პროექტი ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ უკვე ნახა და ძალიანაც მოიწონა.

ახლა კი მთავარი კითხვა, ახალი სეზონიდან სად გამართავს სკ "თელავი" საშინაო მატჩებს ეროვნულ ლიგაში?

კლუბის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გუნდმა თელავში ითამაშოს და ამის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რაკი თელავში არსებობს არაჩვეულებრივი სარაგბო კომპლექსი "კავკასიონი რაგბი არენა", სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

კომპლექსის მფლობელი საქართველოს რაგბის კავშირია და მათთან საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატში, ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს სწორედ "კავკასიონი რაგბი არენაზე" გავმართავთ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ "რუსთავთან" პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის, სკ "თელავი" რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობდა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს და კომპლექსის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის...

სკ "თელავის" პრესსამსახური".

მკითხველის კომენტარები / 35 /
თელავი საბურთალოზე სუსტი თუ იყოს რა? ან ბათუმზე და დინამოზე ნაკკები. თეალვი მოდიიის.
....
15 დეკემბერი 2019 13:37
3
რატო არაა საჭირო ? ევროპა ლიგაზე რო გავიდეს რატო უნდა ითამაშოს თელავმა საკუთარ ქალაქში და რატო უნდა ირბინოს სხვა ქალაქებში ? სხვებიც მასე ფიქრობენ ყველაფერში და მაგიტო არ აქვს საშველი საქართველოს. სიტყვაზე ეს სტადიონი ჯდება 30-35 მილიონი ლარი,10 მილიონიც დაამატონ და მე4 კატეგორიის ლიცენზიას მიიღებს სტადიონი არ ჯობია ?
Sdfffff -ს
15 დეკემბერი 2019 12:39
2
თან შენ ისე იძახი თითქოს 0 მილიონი ჰაერიდან მოდიოდეს, ხელფასებს ვერ არიგებენ ზოგ კლუბში. 10 მილიონად ამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება? ბავშვთა სკოლის აშენება თავისი მოედნებით, ბაზის მოწყობა....
ddgfdf
16 დეკემბერი 2019 02:48
0
არ ვიცი ზუსტად რაა ეგ მეოთხე, მაგრამ იმიტომ არაა საჭირო , რომ დინამოს გარდა ვერცერთი ვერ გავიდა ამდენი ხანია ვერსად. იქნებ გურია გასულიყო მაგრამ აღარ მოინდომეს. არცაა ღირსი ჯერჯერობით არცერთი და მზად ევროტურნირებზე გასვლის და რომ გავიდეს სასწაულად თბილისში ითამაშებს, თან თელაველებს მიზეზი ექნებათ ჩამოსვლის. რეგულარულად კიდევ ვერ გავა. ამიტომ ტყუილი ფულის ყრაა. აი როცა მოვა მასეთი დრო მერე თვითონ საქმე გაჩვენებს და თავისუფლად შეიძლება გადაკეთება.ან სულაც ახლის აშენება, მთავარია მინდორი და ტერიტორია კარგი იყოს.
ddgfdf
15 დეკემბერი 2019 18:42
4
არაა საჭირო მეთხე კატეგორია. მთავარია საქართველოს უმაღლესი კატეგორია დააკმაყოფილოს. მეოთხე არა 63ე ჩერნომორეცისთვის ვერ მოგიგიათ 30 წელია. რაც სურათზე ჩანს უმაგრესი რაღაცაა დამატებით მოედანს თუ გაშანსავთ მართლა გულით ვულოცავ მთელს თელავს.
sdfffff
15 დეკემბერი 2019 06:35
3
კარგია რაც კეთდება) ისე კახეთინდა ფეხბურთი ცოტა შორსაა ერთმანეთისგან ))) წარმატებები თელავს!
jiji
15 დეკემბერი 2019 01:50
19
გივი ჩოხელი და კახი ასათიანი,გეუბნება რამეს."გუშინ თამაშობდნენ კახი ასათიანი და თურქეთის ნაკრები"ეს თურქული გაზეთის სათაურია სსრკ- თურქეთის შესარჩევი მატჩის მეორე დღეს.ორივე თელაველები იყვნენ.
სოსო
26 თებერვალი 2020 15:37
0
ეს სტადიონი მე4 კატეგორიას ვერ დააკმაყოფილებს რადგან 4 ვე მხარეს უნდა იყოს ტრიბუნები, ამას ჯობია 10 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯოს და მე4 კატეგორიის სტადიონი ააშენეთ.ერთხელ აშენდება სტადიონი და წლები უნდა იყოს მერე,ყოველ წელიწადს ხოარ ვაშენებთ სტადიონს, 2000 სკამი გააკეთეთ 4ვე მხარეს და გამოვა თანამედროვე კოხტა მე4 კატეგორიის სტადიონი
გიო
14 დეკემბერი 2019 23:38
5
სად წერია, რომ ოთხივე მხარეს უნდა იყოს ტრიბუნები? ტყუილად წყალში ფულის ყრაა ამხელა სტადიონების მშენებლობა, ცალ მხარეს ტრიბუნა რომ გაკეთდეს, სრულად საკმარისია, მოთხოვნა რომ დააკმაყოფილოს.
მეოთხე კატეგორია კიდე რა უბედურებაა, ლიგის ფინალის მასპინძლობას აპირებთ? მესამე რატომ არ კმარა?
kote
15 დეკემბერი 2019 02:28
6
კოკო სხვა რეალობაში ხოარ ვცხოვრობთ დავფიქრდეთ აბა. რას ამბობ ბათუმისნაირი სტადიონის აშენებას 150 მილიონი ჭირდება და მაგის ფინანსები აქვს თელავს ?
კოკო რას ამბობ :)
14 დეკემბერი 2019 20:12
0
ცალსახად ძალიან კარგია და მისასალმებელია ამ წერილში აღნიშნული ამბები და რაც უფრო დრულად განხორციელდება ყოველივე უკეთესი, მაგრამ ერთი ასეთი სახის კითხვაა, როდესაც ხალხის ფულით (ბიუჯეტიდან) აპირებთ სტადიონის აშენებას, ვიღაც 3 თუ 7 თუ თუნდაც 10 ადამიანი რატომ წყვიტავს როგორი უნდა იყოს სტადიონი, მათ შორის მისი ვიზუალური მხარე !!!! ტევადობა, რა უნდა იყოს პროექტის ღირებულება და ა.შ. რაღაც გამოკითხვის მაგვარი მაინც ჩაატარეთ გულშემატკივრებში - მათში ვისი თანხებიც ფაქტიურად იხარჯება ბიუჯეტიდან!!! თორემ იქნებ ჩვენ საერთოდ არ მოგვწონს ის პროექტი რომელიც ბატონ მამუკა კვარაცხელიას მოწონს ?! მითუმეტეს თუ აღნიშნული სტატიის თანდართული ესკიზებია არის ნაგულისხმები მომავალი სტადიონის პროექტში, ალბათ დიდი უმრავლესობა შეთანხმდება რომ სრული სიმახინჯეა !!!! იმედია გააითვალისწინებთ .
........
14 დეკემბერი 2019 20:05
2
კოკო

ბათუმის და თბილისისნაირ სტადიონს სამწუხაროდ არ ააშენებენ (კერძო ინვესტორმა თუ არ ააშენა ) ქალაქის ბიუჯეტი არ ეყოფა 150 მილიონიან პროექტს. სამწუხაროდ ღარი ქვეყანა ვართ და მაგის არც ფინანსები გვაქვს და არც მოსახლეობა გვყავს სხვა ქალაქებში რომ სტადიონი შეივსოს. ვფიქრობ თელავისთვის იდეალურია 8 000 კაციანი სტადიონი, ქუთაისს 15 ათასიანი მინიმუმ უნდა ჰქინდეს. რუსთავს 10 ათასიანი. დაახლოებით ლუდოგორეცის სტადიონისნაირად იქნება 8000 კაციანი სტადიონი და ცუდი არ იქნება.
კოკოს
14 დეკემბერი 2019 20:03
0
ქალაქის სიდიდეს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, თბილისს და ბათუმს დიდი ბიუჯეტი აქვთ და ეგ არის მთავარი მიზეზი ყველანაირი ინფრასტრუქტურა რომ აქვს ამ ორ ქალაქს. ქუთაისი წლების წინ მეორე ქალაქი იყო ( ეხლა დაკარგა მეორე ქალაქის სტატუსი) და არავის აუშენებია ქუთაისში ევრო სტანდარტების ინფრასტრუქტურა. იმედი მაქვს შენდეგი ქალაქი ქუთაისი იქნება და უფრო გაალამაზებს ჩვენს ჩემპიონატს ! წინააღმდეგი კი რათქმაუნდა არ ვარ ყველა ქალაქში აშენდეს ეგეთი სტადიონი ! არ დამიბლოკო ადმინ :*
თბილისელს
14 დეკემბერი 2019 19:52
1
არამგონია თელავში ვინმემ 4 კატეგორიის სტადიონი ააშენოს. სიდიდით პირველ და მეორე ქალაქებში კი გვაქვს ამ კატეგორიის სტადიონი და იმედია მესამე ქალაქშიც აშენდება და ეს ქუთაისი იქნება !
თბილისელი
14 დეკემბერი 2019 19:39
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული