სად ითამაშებს "თელავი", როდესაც "გივი ჩოხელი" მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს? [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგას დებიუტანტი ჰყავს, პლეი-ოფში "რუსთავთან" ორმატჩიან დუელში გამარჯვების შემდეგ მომავალ სეზონში საქართველოს უმაღლეს ლიგაში "თელავი" ითამაშებს.

მართალია, კლუბი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი ეროვნული ლიგის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არსებობს საშიშროება იმისა, რომ კლუბს თბილისში თამაში მოუწიოს. სტადიონზე ხელოვნური საფარი არის დაგებული, ამავდროულად, ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია.

ჩვენი ინფორმაციით,  შეიძლება "თელავმა" თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მდებარე ახალი რაგბის სტადიონზე ითამაშოს, რომელიც 2244 ადამიანს იტევს და ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა მოწყობილი.

შედარების სახით გთავაზობთ საფეხბურთო სტადიონისა და რაგბის სტადიონის
ფოტოებს.

"გივი ჩოხელი"

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge


რაგბის სტადიონი

Sportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.GeSportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 21 /
ისე ერთი კოხტა ნორმალური სტადიონი არ უნდა იყოს ამხელა რეგიონში.მიდით დაფაცურდით და იქნებ გააკეთოთ რამე.ყველა გუნდი უნდა თამაშობდეს თავის ქალაქში.წარმატებები თელავს. P.s. კახეთში იმდენი ტურისტული ცენტრები გაკეთდა და ერთი სტადიონი რა გახდა.
კახა ქ.
13:12 14-12-2019
0
ნორმალური მინდორია რას ერჩი? შეიძლება მაგის ბაზაზე გადატანა და მანდ ბუნებრივი საფარის დაგება ან პირიქით, ბუნებრივის ბაზაზე დაგება.
sdfffff
04:22 14-12-2019
0

სიახლეები პოპულარული