პროექტი ძალიან სერიოზულია - "თელავი" ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს

AutoSharing Option
"თელავის" პრეს-სამსახური "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვარცელებს, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრობს და განმარტავს სად გამართავს გუნდი მატჩებს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში.

გთავაზობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, ეს გახლავთ გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის პროექტი, რომელიც დამტკიცებულ-შეთანხმებულია და სკ "თელავის" ხელმძღვანელობაც აქტიურად თანამშრომლობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან რომ, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა

ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება და საფეხბურთო კლუბ "თელავის" სპორტული დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის თქმით, 2020 წელს თელავის მთავარი პრიორიტეტი
სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.

სოსო გრიშიკაშვილი: "წესით, მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში - ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს".

ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და ისეთი კომფორტი, უეფას მაქსიმალური კატეგორია რომ მიიღოს.

ამასთანავე, აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები, რომ გუნდი დაბინავდეს და კარგ პირობებში მოემმზადოს.

გეტყვით იმასაც, რომ პროექტი ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ უკვე ნახა და ძალიანაც მოიწონა.

ახლა კი მთავარი კითხვა, ახალი სეზონიდან სად გამართავს სკ "თელავი" საშინაო მატჩებს ეროვნულ ლიგაში?

კლუბის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გუნდმა თელავში ითამაშოს და ამის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რაკი თელავში არსებობს არაჩვეულებრივი სარაგბო კომპლექსი "კავკასიონი რაგბი არენა", სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

კომპლექსის მფლობელი საქართველოს რაგბის კავშირია და მათთან საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატში, ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს სწორედ "კავკასიონი რაგბი არენაზე" გავმართავთ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ "რუსთავთან" პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის, სკ "თელავი" რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობდა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს და კომპლექსის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის...

სკ "თელავის" პრესსამსახური".

მკითხველის კომენტარები / 35 /
ძაან მეეჭვება უეფას მე4 კატეგორიის სტადიონი ააშენონ თელავში, თუ შევცდები გამიხარდება. ფოთში და ზუგდიდში რაც ააშენეს ისინიც ამბობდნენ თავიდან უმაღლესი დონის სტადიონი შენდებაო და შემდეგ მე3 კატეგორიაც კი ვერ დააკმაყოფილა სტადიონმა. მარტო ბათუმი და თბილისი არაა საქართველო და ყველგან არის საჭირო უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა. წარმატებები მთლიანად ქართულს ფეხბურთს ბათუმიდან !
გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2019 19:28
2
ბათუმის სტადიონის მსგავსი თანმედროვე უნდა იყოს. ეს პროექტი მოძველებულ, სოფლის სტადიონს გავს.
კოკო
14 დეკემბერი 2019 19:11
12
კარგია.
100%
14 დეკემბერი 2019 19:09
0
ჯერ ააშენონ და მერე ისაუბრონ
gurjaani
14 დეკემბერი 2019 18:30
12
ესეთი კომენტარის გამო ღირსი ხარ,როდესაც ააშენებენ საერთოდ არ შეგიშვან შიგნით.იმის მაგივრად რომ წარმატებები უსურვო,ბოღმა კომენტარს უტოვებ.წარმატებები თელავს და ქართულ ფეხბურთს შიდა და გარე მტრების ჯინაზე
სამწუხაროდ
14 დეკემბერი 2019 18:52
1
romandro
14 დეკემბერი 2019 17:58
2
ბათუმის მსგავსი გადახურვის და სიდიდის უნდა გაკეთდეს. რა იცი პერსპექტივაში რა ხდება
თენგაბი
14 დეკემბერი 2019 17:06
5
ყოჩაღ, მიდით ბიჭებო, გენაცვალეთ თელავი...
ვატყობ, ესენი ძალიან შორს წავლენ. წარმატებები!!!
თელაველი
14 დეკემბერი 2019 17:04
1
dzalian kargi ambavia kidev erti lamazi stadioni saqartvelos...ese unda ganvitardes regionebshi infrastruqtura...
romandro
14 დეკემბერი 2019 16:54
0
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი სტადიონების არსებობა ყველა რეგიონში, იმედია აშენდება თელავშიც კარგი სტადიონი. შემდეგ ისიც შეიძლება ნაკრებმა გამართოს თუნდაც ამხანაგური მატჩები სხვადასხვა ქალაქებში.
გულშემატკივარი
14 დეკემბერი 2019 16:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული