პროექტი ძალიან სერიოზულია - "თელავი" ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს

AutoSharing Option
"თელავის" პრეს-სამსახური "ფეისბუქზე" ინფორმაციას ვარცელებს, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობის შესახებ საუბრობს და განმარტავს სად გამართავს გუნდი მატჩებს ეროვნული ლიგის ახალ სეზონში.

გთავაზობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, ეს გახლავთ გივი ჩოხელის სახელობის ახალი, თანამედროვე სტადიონის პროექტი, რომელიც დამტკიცებულ-შეთანხმებულია და სკ "თელავის" ხელმძღვანელობაც აქტიურად თანამშრომლობს თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საკრებულოსთან რომ, რაც შეიძლება დროულად დაიწყოს სტადიონის მშენებლობა

ახალი სტადიონის პროექტის პრეზენტაცია სავარაუდოდ, 23 დეკემბერს გაიმართება და საფეხბურთო კლუბ "თელავის" სპორტული დირექტორის, სოსო გრიშიკაშვილის თქმით, 2020 წელს თელავის მთავარი პრიორიტეტი
სწორედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება.

სოსო გრიშიკაშვილი: "წესით, მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს, პროექტი კი ძალიან სერიოზულია. ლაპარაკია 8 000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე. სქემა ისეთივეა, როგორც ბოლოხანს, საქართველოში აშენებული სტადიონების შემთხვევაში - ინფრასტრუქტურას ქალაქი თელავი მიხედავს, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია ბუნებრივ საფარს დააგებს".

ახალ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების თანამედროვე სისტემა და ისეთი კომფორტი, უეფას მაქსიმალური კატეგორია რომ მიიღოს.

ამასთანავე, აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები, რომ გუნდი დაბინავდეს და კარგ პირობებში მოემმზადოს.

გეტყვით იმასაც, რომ პროექტი ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ უკვე ნახა და ძალიანაც მოიწონა.

ახლა კი მთავარი კითხვა, ახალი სეზონიდან სად გამართავს სკ "თელავი" საშინაო მატჩებს ეროვნულ ლიგაში?

კლუბის ხელმძღვანელობის ძალიან დიდი სურვილია, რომ გუნდმა თელავში ითამაშოს და ამის ალბათობაც საკმაოდ მაღალია, რაკი თელავში არსებობს არაჩვეულებრივი სარაგბო კომპლექსი "კავკასიონი რაგბი არენა", სადაც ბუნებრივი ბალახის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

კომპლექსის მფლობელი საქართველოს რაგბის კავშირია და მათთან საბოლოო შეთანხმების და ფეხბურთის ფედერაციის დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის ჩემპიონატში, ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს სწორედ "კავკასიონი რაგბი არენაზე" გავმართავთ.

ბოლოს კი გეტყვით, რომ "რუსთავთან" პლეი-ოფის საპასუხო მატჩისთვის, სკ "თელავი" რამდენიმე დღის მანძილზე სწორედ სარაგბო კომპლექსში ვარჯიშობდა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით რაგბის კავშირს და კომპლექსის ხელმძღვანელობას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის...

სკ "თელავის" პრესსამსახური".

მკითხველის კომენტარები / 35 /
თელავი საკმაოდ პატარა ქალაქია და 8000-ანი სტადიონი,ცოტა დიდი მგონია მისთვის,მაგრამ დიდი ქვაბი,საჭმელს არ გააფუჭებს.მთავარია კარგი ხარისხით აშენდეს.ისე ამხელა აშენებას,2000 ადგილი რომ მოეკლოთ და მისი ფასით,მთელი ტრიბუნების დამფარავი სახურავი გაეკეთებინათ,ან კიდევ იქვე, სავარჯიშო მოედანი და საწვრთნელი ბაზა მოეწყოთ,გაცილებით სასარგებლო იქნებოდა.ახალ აშენებულ სტადიონებზე,როგორც ვუყურებ,საკმაოდ დაბალია მინდვრის საფარის მომსახურეთა კვალიფიკაცია.საფარი,თითქმის არსად ვარგა ზამთარში.ალბათ ამაზე,ახლავე უნდა იფიქროს ადმინისტრაციამ და პერსონალს კვალიფიკაცია აუმაღლოს.ისე,მართლაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ფეხბურთის ფედერაცია და მთავრობა.თელავს უკვე აქვს კორტები,რაგბის ბაზა,დარბაზი,ახლა კარგი სტადიონიც აშენდება და სტანდარტული აუზიღა დარჩება,რომ სრულფასოვან ცენტრად ჩამოყალიბდეს.იმედია,მაგაზეც იფიქრებენ.
სოსო
26 თებერვალი 2020 15:52
0
მაგარი ლოგიკაა ძალიან ბრაგას სტადიონს არ ააქვს ოთხივე მხრიდან ტრიბუნები და თელავის სტადიონსაც ამიტომ არ უნდაო ?!
????
20 დეკემბერი 2019 14:59
0
წარმოიდგინე სტადიონს რომ მიადან ბავშვთა საფეხბურთო სკოლა და დიდების ბაზა. და ნელ-ნელა დაიწყონ სპეციფიკური საფეხბურთო ტრადიციის განვითარება. რამხელა საქმე გაკეთდება მერე ის ფედერაციის სკოლაც შეავსებს და მართლა შეიძლება მაგარი გუნდის ყოლა.ეროვნუი ჩემპიონატისთვის შეუცვლელის.
sdfffff
16 დეკემბერი 2019 02:52
0
არა აუცილებელი ოთხივე მხარეს ტრიბუნები.ბრაგას სტადიონს არა აქვს ოთხივე მხარეს ტრიბუნები მაგრამ კი ატარებენ ევროპის ლიგის თამაშებს სახში.(ერთ მხარეს საერთოდ კლდესავითაა რაგაც)
კახა ქ.
15 დეკემბერი 2019 21:23
4
თელავისთვის 8 ათასიანი საკმაოდ კარგია.და საერთოდ -5-8ათასიანი სტადიონები ნორმალურია საქართველოსთვის,ზოგიერთი ქალაქის გამოკლებით.ბათუმი ქუთაისი მაქვს მხედველობაში.მაქ უფრო დიდები კარგი იქნებოდა.ბათუმში ააშენებენ.ჯერი ქუთაისზე.20 000 ქუთაისშიც არ იქნებოდა ურიგო.ოღონდ არა აქვს მნიშვნელობა რამდენ ათასიანი იქნება,აუცილებლად მაყურებლის დასაჯდომი ადგილები უნდა იყოს გადახურული,რომ მწვიმამ დისკომფორტი არ შეუქმნას გულშემატკივარს.წარმატებები
კახა ქ.
15 დეკემბერი 2019 21:13
0
აი ეხლა ტორპედოს საერთოდ მიწასთან გაასწორებენ იტალიელები და იქნებთელავმა მაინც შეავსოს ცოტათი ეგ სიცარიელე.
ddgfdf
15 დეკემბერი 2019 20:06
1
რატო, რას ერჩით კახურ ფეხბურთს. თელავს სერიოზულიპერსპექტივები შეიძლება ქონდეს. აი საგარეჯოელები კი არიან ბანძიუგა ფეხბურთელები.
sdfffff
15 დეკემბერი 2019 20:02
1
ნორმალური, ლამაზი სტადიონი ააშენეთ, არა ისეთი სიმახინჯე რაც აქ ესკიზებზე გაქვთ წარმოდგენილი!!!! ჩვენნაირ ქვეყანაში სტადიონები ყოვლდეღე არ შენდება და როდესაც შენდება კარგი უნდა აშენდეს!!!!
........
15 დეკემბერი 2019 17:58
1
150 მილიონი დაჯდა ბათუმის სტადიონი. ევროპაში 100-150 მილიონი ევრო ჯდება მინიმუმ, ეგ კიდე იაფი დაჯდა რადგან მუშახელი იაფია საქართველოში. ასე რომ ვერანაირად ვერ გასწვდება კახეთის ბიუჯეტი მადეთი დონის სტადიონის აშენებას ! არ არის სავალდებულო პატარა ქალაქებში 20 ათასიანი სტადიონები აშენდეს, იყოს 8 ათასიანი და მე4 კატეგორიის ყველა კმაყოფილები ვიქნებით.
Dddtttt
15 დეკემბერი 2019 16:25
0
სტადიონს ყოველ წელს ვერ ააშენებ. ცხოვრება წინ მიდის, ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს. ქართველები სპორტული ერი ვართ და კიდევაც უნდა გაიზარდოს, როგორც დასწრება, ასევე მონაწილეობა. გარდა ამისა, რა იცი ხვალ რა ხდება, იქნებ მაღალი რანგის სპორტული ღონისძიების, ვთქვათ ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას გამოვკრათ ხელი. ამიტომ, კარგი სტანდარტის სტადიონები უნდა გვქონდეს რეგიონებში, როგორც ბათუმში, ასევე ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, გორში, რუსთავში, ასევე თელავში. კახეთის რეგიონი იმსახურებს თანამედროვე დიზაინის, ტრიბუნებგადახურულ სტადიონს, დაახლოებით ისეთს, როგორიც ბათუმშია. და დაანებეთ დემაგოგიას თავი, არ ჯდება ის 150 მილიონი.
კოკო
15 დეკემბერი 2019 15:52
0
მე 4 კატეგორიის სტადიონი თუ გაქვს ანუ თავისუფლად შეგიძლია ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ჯგუფურების მასპინძლობა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალსაც უმასპინძლებს დაჟე მე4 კატეგორიის სტადიონი :D ყველა ნორმალურ კლუბს აქვს უეფას მე4 კატეგორიის სტადიონი და თუ მომავლის პერსპექტივის გათვლით ვაკეთებთ ინფრასტრუქტურას, მაშინ ბარემ ავაშენოთ უმაღლესი კატეგორიის სტანდარტის პატარა კოხტა სტადიონი , რომელიც უეფას ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს !
123456
15 დეკემბერი 2019 20:03
0

სიახლეები პოპულარული