მეკარე ომარ მიგინეიშვილი და ნახევარმცველი გიორგი კუცია თბილისის "დინამოში" გააგრძელებენ კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.
გამოცდილი მიგინეიშვილი "დინამოში" 2014/15 წლების სეზონში თამაშობდა, გასულ სეზონში კი "საბურთალოს" ღირსებას იცავდა. ის ადრე "ტორპედოში", გორის "დილაში", "ცხინვალში", "სამტრედიასა" და რუსთავში" ასპარეზობდა.
კუციას "დილასთან" ერთსეზონიანი იჯარა დაუსრულდა და მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, რომლის რიგებშიც 42 მატჩი აქვს ჩატარებული.