ქუთაისის "ტორპედოდან" ყველა წავიდა, ვინც კი შეიძლებოდა წასულიყო.
ერთადერთი კარგი ამბავი ჯერჯერობით ის არის, რომ კლუბმა ლიცენზია აიღო. აღნიშნულის შესახებ კლუბის დროებითმა მმართველმა თეიმურაზ ჩეჩელაშვილმა გვითხრა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ გუნდს ფეხბურთელები არ ჰყავს. თორნიკე კაპანაძეც უკვე თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს.
ბოლო ინფორმაციით, რაც გადავამოწმეთ, დღეს, 10 იანვარს, ქუთაისში იტალიელთა დელეგაციის ჩასვლას და მოლაპარაკებების განახლებას ელოდებიან. სწორედ აპენინელები არიან იმერლებისთვის ის ერთადერთი იმედი, რომლებსაც ამ ეტაპზე კლუბის შენარჩუნება შეუძლიათ.
თუმცა ფაქტია, რომ იტალიელებიც ძალიან მონდომებულები არ არიან, რადგან საერთოდ არც ჩქარობენ
და არც აქტიურობენ.
შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი და მეკარე როინ კვასხვაძე თბილისის "დინამოს" წევრები გახდნენ.
"ტორპედოს" პრო-ლიცენზიის მიღებას ფანკლუბი "მიცვალებულის წამოდგომის" სცენით შეეხმიანა [VIDEO]
თუ დადასტურდა მაგარი იქნება.