"საბედნიეროდ, ქუთაისის "ტორპედოს" საკითხი გადაწყდება და კლუბს იტალიელები ჩაიბარებენ", - ამის შესახებ "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა გაზეთ "ლელოს" უთხრა.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს იტალიელი ინვესტორი შეხვდა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. ორშაბათს ან სამშაბათს კი ეს შეთანხმება ოფიციალურ ხელშეკრულებაში აისახება, ქუთაისის "ტორპედო" კი იტალიელთა საკუთრებაში გადავა", - ამბობს ბადალაშვილი.
"ფეისბუქგვერდი" "ჩვენ ვართ ტორპედო" - სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:
პ.ს. მამაქალაქი - მივხვდი ქუთაისი ყოფილა, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ბიძაქალაქი, მამიდაქალაქი, დეიდაქალაქი, სიძექალაქი, რძალიქალაქი და ა.შ. გთხოვთ მოგვაწოდოთ სრული სია.
სიძექალაქი სამტრედია
მამიდაქალაქი -ბათუმი
რძალქალაქი-ფოთი
დეიდაქალაქი- რუსთავი
წულაია მულტიათმილიონერია,ბენიში მულტიასმილიონერი, ფაჩულია მულტიათმილიონერია.
ჰოდა თუ უნდათ კლუბის წარმატება იმედია რომ აქამდე არსებული 50 000 ლარით არ დაკმაყოფილდებიან და კარგად დაიხარჯებიან, თუ არადა გახდება სამტრედია მეორე "გადასარჩენი" ტორპედოსავით წლის ბოლოს.
მორიგი აფიორის სუნი ასდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სერიოზულ ადამიანს ევროპიდან ქუთაისში ფულის ჩადება მოუნდეს.