"ქუთაისის "ტორპედო" იტალიელთა საკუთრებაში გადავა" - "ტორპედოს" ეშველა?

AutoSharing Option
"საბედნიეროდ, ქუთაისის "ტორპედოს" საკითხი გადაწყდება და კლუბს იტალიელები ჩაიბარებენ", - ამის შესახებ "ტორპედოს" პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა გაზეთ "ლელოს" უთხრა.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს იტალიელი ინვესტორი შეხვდა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ზვიად შალამბერიძეს. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ. ორშაბათს ან სამშაბათს კი ეს შეთანხმება ოფიციალურ ხელშეკრულებაში აისახება, ქუთაისის "ტორპედო" კი იტალიელთა საკუთრებაში გადავა", - ამბობს ბადალაშვილი.

"ფეისბუქგვერდი" "ჩვენ ვართ ტორპედო" - სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს:

"ქუთაისის "ტორპედოსა" და იტალიელ ინვესტორებს შორის საბოლოო შეთანხმება 13 იანვარს მოხდება. მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის მერიაში შეხვედრა იყო ქალაქის წარმომადგენლებსა და პარტნიორობით დაინტერესებულ ორ იტალიელს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად დასრულდა. ორშაბათს კიდევ ელოდებიან თანაინვესტორებს და ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება. იტალიელები საქართველოს მამაქალაქში დიდი მიზნებით მოდიან. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება", - წერს "ჩვენ ვართ "ტორპედო".

მკითხველის კომენტარები / 20 /
წარმატებები ქუთაისს. ნეტა, იტალიელები აფერისტები არ იყვნენ, ან გორის მეპატრონეებივით გაუგებარი. (თუ საეჭვოდ გაუგებარი).
პ.ს. მამაქალაქი - მივხვდი ქუთაისი ყოფილა, მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს ბიძაქალაქი, მამიდაქალაქი, დეიდაქალაქი, სიძექალაქი, რძალიქალაქი და ა.შ. გთხოვთ მოგვაწოდოთ სრული სია.
kaira
13 იანვარი 2020 11:39
0
ბიძაქალაქი- ზუგდიდი
სიძექალაქი სამტრედია
მამიდაქალაქი -ბათუმი
რძალქალაქი-ფოთი
დეიდაქალაქი- რუსთავი
Artanuji
13 იანვარი 2020 15:47
0
მშვენიერი სახელი ქვია ამ ქალაქს ,,ქუთაისი” რა მამაქალაქი ?! რა ბოდიალობთ!?
Vasil
13 იანვარი 2020 13:00
6
ქურუდულის ამბავში :)
Artanuji
13 იანვარი 2020 15:44
2
ბათუმი, დინამო, საბურთალო და თუ ტორპედო მეოთხე გუნდი იქნება ამათი დონის, ჩემპიონატის დონე უფრო მოიმატებს
irakli
13 იანვარი 2020 11:45
2
ამას ლოკომოტიც მიუმატეთ, ასევე კერძო გუნდია დილა გარკვეული ამბიციებთ და თუ ბერას განცხადება გამართლდება მართლაც საინტეესო ჩემპიონატი იქნება.
გიზოგ
13 იანვარი 2020 12:22
2
სამტრედიას სპონსორია სამი მულტიმილიონერის კომპანია არქი.
წულაია მულტიათმილიონერია,ბენიში მულტიასმილიონერი, ფაჩულია მულტიათმილიონერია.
ჰოდა თუ უნდათ კლუბის წარმატება იმედია რომ აქამდე არსებული 50 000 ლარით არ დაკმაყოფილდებიან და კარგად დაიხარჯებიან, თუ არადა გახდება სამტრედია მეორე "გადასარჩენი" ტორპედოსავით წლის ბოლოს.
Jango
13 იანვარი 2020 15:51
0
ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია და ამის არ დანახვა არ ივარგებს, უკვე იკვეთება 3-4 ჟანსაღი პერსპექტიული გუნდი, ეწყობა მოედნები. ნელნელა სხვა რაიონებშიც დაინახავენ ამ ძვრებს და თვითონაც მოინდომებენ ნორმალურად მუშაობას. პლუს მაგას თუ ნაკრები ეხლა ევროპაზე გავიდა ნამდვილი ტყავის ბურთის და მინდორის სურნელი დატრიალდება ქვეყანაში )). იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც ფეხბურთის მოყვარულებს გვინდა.
gio
13 იანვარი 2020 12:40
5
წარმატებები ქუთაისის ტორპედოს.
გიზოგ
13 იანვარი 2020 12:24
0
სასიხარულო ინფორმაციაა!!! გილოცავთ ყველას... საქართველოს ფეხბურთის... გულშემატკივრებს!!!
tngh
13 იანვარი 2020 14:12
1
წარმატებები ტორპედოს
gogia
13 იანვარი 2020 18:47
0
ვინა არიან ეს იტალიელები არ იქნებ მოიკვლიოთ და დაწეროთ.
მორიგი აფიორის სუნი ასდის ამ ყველაფერს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია სერიოზულ ადამიანს ევროპიდან ქუთაისში ფულის ჩადება მოუნდეს.
გელა ნუგზარაშვილი
13 იანვარი 2020 17:57
3
იტალიელები არა ინდილებეი კალაძის ნათესავი იქნება სამტრედიიდან ვიღაც იტალიელებმა იციანს საერთოდ სად არის საქართველო?
lasha
13 იანვარი 2020 11:59
21
კომენტარები რატო იშლება ადმინ ხო არ მეტყვი? დაემსგავსეთ კომუნისტებს? გასაგებია გინება არ შეიძლება მაგრამ აზრის გამოხატვაც? აღარ მგონია მაგის მერე ამ საიტზე შემოვიდე სადაც ადამიანი თავის აზრს ვერ გამოხატავს. არ მოველოდი თქვენგან მაგას. კარგად ბრძანდებოდეთ
თემო
13 იანვარი 2020 17:36
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული