2020 წლის ეროვნული ლიგის მატჩების განრიგი უკვე გაირკვა. გთავაზობთ ცხრილს, თუ რომელი გუნდი რომელ სტადიონზე ითამაშებს. 2020 წლის ეროვნულ ლიგაში 4 კლუბი დედაქალაქში იასპარეზებს, 6 გუნდი რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი.
- თბილისის "დინამო" - თბილისი. "დინამო არენა".
- ბათუმის "დინამო"- ბათუმი. საწყის ეტაპზე ითამაშებს ანგისაზე მდებარე კლუბის ბაზაზე. როგორც კი ბათუმის მთავარი სტადიონის მშენებლობა დასრულდება, გადაინაცვლებს ახალ არენაზე.
- საბურთალო - თბილისი. "მიხეილ მესხის სტადიონი".
- ლოკომოტივი - თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
- ჩიხურა - საჩხერე. საჩხერის ცენტრალური სტადიონი.
- დილა - გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
- ტორპედო - ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი. თუ ადგილობრივი სტადიონი არ იქნება შესაბამის მდგომარეობაში, ითამაშებს წყალტუბოს სტადიონზე.
- თბილისის "მერანი"- თბილისი. "მიხეილ მესხი 2".
- სამტრედია - სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი.
- თელავი - თელავი. თელავის სარაგბო სტადიონი.
რაც შეეხება ეროვნული ლიგის კალენდარს, ტურნირს მოქმედი ჩემპიონს, თბილისის "დინამოსა" და სეზონის დებიუტანტ "თელავს" შორის მატჩი გახსნის.
ეროვნული ლიგა. I ტური
29 თებერვალი
დინამო (თბ)-თელავი 17:00
დინამო (ბთ)-მერანი (თბ) 19:00
1-ლი მარტი
საბურთალო-ჩიხურა 15:00
ტორპედო-დილა 17:00
ლოკომოტივი-სამტრედია 19:00
ადმინ ნუ უშვებ ლათინურასოებიან კომენტარებს თუნდაც იქ ქვეყნის გადარჩენის რეცეპტი ეწეროს. წაიღეს ტვინი ამ ქართულმოძულეებმა...3 კაპიკად ნაყიდი აიფონებით რომ პოსტავენ აქ...