თბილისის "დინამო" მისმა კაპიტანმა დატოვა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილ კაპიტანს, 32 წლის მცველს, გუჯა რუხაიას დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა.

გასულ საჩემპიონო სეზონში რუხაიამ ეროვნული ლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ასეთ შემთხვევებში წესადაა მიღებული, კლუბი წასულ ფეხბურთელს დაემშვიდობა, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ის ადრე ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცში", სტავროპოლის "დინამოში", სოჭის "ჟემჩუჟინაში", ნალჩიკის "სპარტაკში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ნაბერეჟნიე ჩელნის "კამაზსა" და ნოვოსიბირსკის "სიბირში" თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ათას მადლობას გაგაყოლებდით ამხ.ფიფია რომ გაგეყოლებინა ხელს.
დ.დ.
00:14 16-01-2020
3
ამას ვინ დატოვებს უგუნდოდ.ბუმბერაზ გუნდებში უთამაშია:)
ქართველი
08:02 16-01-2020
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული