თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილ კაპიტანს, 32 წლის მცველს, გუჯა რუხაიას დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი დატოვა.
გასულ საჩემპიონო სეზონში რუხაიამ ეროვნული ლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ასეთ შემთხვევებში წესადაა მიღებული, კლუბი წასულ ფეხბურთელს დაემშვიდობა, თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ის ადრე ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცში", სტავროპოლის "დინამოში", სოჭის "ჟემჩუჟინაში", ნალჩიკის "სპარტაკში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ნაბერეჟნიე ჩელნის "კამაზსა" და ნოვოსიბირსკის "სიბირში" თამაშობდა.