სოსო ფრუიძე: იმედია, მალე გამოჩნდება გუნდი, თუ არა და...

AutoSharing Option
12-წლიანი მუშაობის შემდეგ საჩხერის "ჩიხურა" სოსო ფრუიძემ დატოვა.

62 წლის სპეციალისტმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში კლუბის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- "ჩიხურასგან" ყველანაირ სიახლეს ველოდით, მაგრამ თქვენ წასვლას - ნამდვილად არა. რამ მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე?
- (იცინის) აღარ იყო დრო?! გუნდში 2007 წლიდან ვმუშაობ. ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ახლა დადგა დრო, რომ წავიდე. ერთსა და იმავე კლუბში 12 წელი დიდი დროა და გარემოს შეცვლა მჭირდებოდა. ასეთ დროს მოტივაციასაც კარგავ და გუნდისთვისაც ასე ჯობდა.

- მართალია, თითქოს, წასვლა ადრეც
გსურდათ?

- კი, იყო ასეთი რამ ადრეც... 2-3 წლის წინაც ვუთხარი კლუბის ხელმძღვანელობას, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ არ გამიშვეს... ახლა კი საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. გუნდში ჩემი ყოფილი ასისტენტები დარჩნენ. ნიჭიერი ბიჭები არიან, ახლა პროლიცენზიაც აიღეს და მჯერა, კარგად გაუძღვებიან გუნდს, რომელსაც ახალი სისხლი აუცილებლად სჭირდებოდა.

- საერთოდ, არცერთ გუნდთან არ გილაპარაკიათ?
- იმედია, მალე გამოჩნდება გუნდი, რომელიც ჩემი სამსახურით დაინტერესდება, თუ არა და, მაშინ პენსიაზე გავალ (იცინის).


მკითხველის კომენტარები / 6 /
დინამოს ფრუიძის გამოცდილება მაგრად გამოადგებოდა
grisha
10:40 17-01-2020
3
იქნებ მშობლიურ ტორპედოში გიხილოთ ბატონო სოსო. კახა ჩხეტიანის მაგალითზე შეიძლება ითქვას რომ ძველი ტორპედოელი უკეთესია მწვრთნელად.
რა დროს პენსიაა
14:04 17-01-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული